Jump to content
Planeta.Ge

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური - ევროკავშირის ვალდებულება იდგეს ქართველი ხალხის გვერდით და გააძლიეროს საქართველოს უსაფრთხოება ურყევი რჩება


ევროკავშირის ვალდებულება, იდგეს ქართველი ხალხის გვერდით და გააძლიეროს საქართველოს უსაფრთხოება, ურყევი რჩება. გავაგრძელებთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას, - ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური (EEAS) სოციალურ ქსელ X-ზე წერს, სადაც საქართველოს მიმართ ევროკავშირის მხარდაჭერის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

evrokavshiri1.jpg

„ევროკავშირი ხელს უწყობს საქართველოს უსაფრთხოებას. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მხარს უჭერს ზოგად უსაფრთხოებას საქართველოში 2008 წლიდან. სათავო ოფისი თბილისში მდებარეობს, ხოლო რეგიონული ოფისები – გორში, მცხეთასა და ზუგდიდში. მისიაში 200-მდე სამოქალაქო დამკვირვებელი მუშაობს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან.

evrokavshiri2.jpg

2008-2024 წლებში საერთო ბიუჯეტი 354 მილიონ ევროს შეადგენს, ხოლო 2023-2024 წლის ბიუჯეტი - 47 მილიონ ევროს. მისიის მიზანს წარმოადგენს საომარი მოქმედებების დაბრუნების თავიდან აცილება და გრძელვადიან სტაბილურობის ხელშეწყობა, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციული საზღვრების გასწვრივ მცხოვრები მოსახლეობისთვის უსაფრთხო და ნორმალური ცხოვრების დაბრუნების ხელშეწყობა, კონფლიქტის მხარეებს შორის ნდობის შექმნა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური განმარტავს, რომ „ევროპული სამშვიდობო ფონდი” საქართველოსთვის აძლიერებს საქართველოს შეიარაღებულ ძალებს.

evrokavshiri3.jpg

„ფონდი აგრძელებს 2021-2023 წლის დახმარების განხორციელებას (62 მილიონი ევრო), შეჩერებულია 2024 წლის დახმარების მიღება. დღემდე მიწოდებული აღჭურვილობა მოიცავს: სრულად აღჭურვილ ორ სამედიცინო დაწესებულებას, სამედიცინო აღჭურვილობას გორის სამხედრო ჰოსპიტლისთვის, 42 სატვირთო მანქანა, 96 ინდივიდუალურ და ჯგუფის დონის 17 საინჟინრო ნაკრებს, კიბერთავდაცვის წვრთნებსა და სწავლებებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ipn

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...