Jump to content
Planeta.Ge

საქართველოს რომელ მაღალმთიან რეგიონებში გაიზარდა და შემცირდა მოსახლეობა


ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველოს მაღალმთიან დასახლებებში მოსახლეობის სიმჭიდროვე ერთ კვ.კმ-ზე შემცირდა 6 ადამიანით, 366-დან 360 ადამიანამდე. ამის შესახებ ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს „საქართველოს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 2024-30 წლების სტრატეგიის“ დოკუმენტშია აღნიშნული.

მონაცემების თანახმად, 2015 წელთან შედარებით, 2023 წელს საქართველოს მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში გარდაცვალების მაჩვენებელი, ქვეყნის მთლიან მოსახლეობაში, შემცირებულია 0,36%-ით და შეადგენს 10.8%-ს.

რაც შეეხება მაღალმთიან რეგიონებს, სადაც 2023 წელს, 2015 წელთან შედარებით, მოსახლეობის მატება დაფიქსირდა, ასეთია ქვემო ქართლის (8%), მცხეთა-მთიანეთის (4%) და აჭარის (5.4%) მაღალმთიანი მუნიციპალიტეტები. ხოლო რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების მოსახლეობა ყველაზე მეტად არის შემცირებული.

 

დოკუმენტის მიხედვით, 2015 წლიდან საქართველოს მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში ცოცხლად დაბადებულთა რიცხვის კლება შეინიშნება, თუმცა აღნიშნული მაჩვენებელი არამაღალმთიან მუნიციპალიტეტებში უფრო შემცირებულია.

 

 
nini-qetelauri-1633676521.png
ავტორი:
ნინი ქეთელაური

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...