Jump to content
Planeta.Ge

ოსკარ შმერლინგის „წარმავალი ტფილისი“ ეროვნული არქივის ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი


ბარათების სერია „წარმავალი ტფილისი“ გამოქვეყნდა. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული არქივი ავრცელებს.

შარჟისა და კარიკატურის ჟანრში 1928 წელს დაბეჭდილი ღია ბარათებით გადმოცემულია XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე თბილისის სოციალური ყოფის ცალკეული ეპიზოდები. შმერლინგის იუმორისტულმა შემოქმედებამ ასახა თბილისელთა ტიპაჟები, მათი საქმიანობა, გართობა, დასვენება და ვაჭრობა.

გერმანული წარმოშობის ქართველი ფერმწერი და გრაფიკოსი ოსკარ შმერლინგი XX საუკუნის დასაწყისში მოღვაწეობდა. იგი ხატავდა პეიზაჟებს, ბატალურ და ჟანრულ სურათებს. გამორჩეულია მისი ღვაწლი ქართული შარჟისა და კარიკატურის, ასევე, ილუსტრაციის განვითარებაში.

ღია ბარათების კოლექცია ხელმისაწვდომია ბმულზე.

1ტვ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...