Jump to content
Planeta.Ge

საფრანგეთში, ქალაქ რუანში უძველესი გოთიკური ტაძარი იწვის


საფრანგეთში, ქალაქ რუანში უძველესი გოთიკური ტაძარი იწვის. ფრანგული მედიის ინფორმაციით, ცეცხლი ტაძრის შპილსაც მოედო.

თვითმხილველების ცნობით, ტაძარს შავი კვამლი თითქმის მთლიანად ფარავს. ამ ეტაპზე ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.

ადგილზე მობილიზებულები არიან მეხანძრეები და საგანგებო სიტუაციების სამსახურები. მათ ტაძრის მიმდებარე პერიმეტრი გადაკეტილი აქვთ. ადგილობრივი მერიის ცნობით, რუანის ტაძარს რესტავრაცია უტარდებოდა.

რუანის ღვთისმშობლის ტაძარი საფრანგეთის ეროვნული საგანძურის ნუსხაშია შეყვანილი.

 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...