Jump to content
Planeta.Ge

საბუნებისმეტყველო მეცნიერების პოპულარიზაციის ღია კარის დღე ბოტანიკურ ბაღში


12 ივლისს, 15:00-დან 18:00 საათამდე, ბოტანიკური ბაღის სადღესასწაულო სივრცეში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს ეროვნულ  ბოტანიკურ ბაღთან თანამშრომლობითა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით (SPG-23-1618) ბოტანიკის ინსტიტუტის 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართავს საბუნებისმეტყველო მეცნიერების პოპულარიზაციის ღია კარის დღეს.

ღონისძიებაზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ფაკულტეტის მკვლევართა ჯგუფები გამართავენ საინტერესო ღონისძიებებს და ჩაატარებენ ექსპერიმენტებს, რომლებიც წარმოაჩენენ საბუნებისმეტყველო დარგების განვითარებისა და პოპულარიზაციისთვის მნიშვნელოვან, საინტერესო პროექტებს, მიღწევებსა და თანამედროვე ტექნოლოგით შექმნილ პროექტებსა და პროცესებს, რომელთაც სამეცნიერო სამუშაოების დროს იყენებენ.

სტუმრებს დახვდებათ:

·         ნიკო კეცხოველის სახელობის ბოტანიკის ინსტიტუტის კარავიჰერბარიუმის გამოფენა

·         კოსმოსური კვლევების ცენტრის კარავი –  პლანეტარიუმი და ტელესკოპით მზეზე დაკვირვება

·         გამოყენებითი ფიზიკის ინსტიტუტის კარავი;

·         ეკოლოგიის ინსტიტუტი;

·         ქიმიური ბიოლოგიის ინსტიტუტის კარავი

·         ტექნოლოგიური მეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრის კარავი;

·         დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის კარავი;

·         Salis ლაბორატორიის და ახალგაზრდა მკვლევართა კლუბების კარავი

·         ზოოლოგიის ინსტიტუტის კარავი და სხვ.

 

ღონისძიების დროს ასევე გაიმართება ბოტანიკურ პერსონაჟთა ილუსტრაციის ვორკშოპი. მისი მონაწილენი შეძლებენ პერსონაჟის გამოგონებასა და ილუსტრირებას ბოტანიკური ფორმების გამოყენებით, ისწავლიან მაგალითების მოძიებას, ფორმების განცალკევებას, მოხაზვას, გამარტივებასა და შეერთებას, გაეცნობიან პერსონაჟის ილუსტრირების ძირითად პრინციპებს, როგორებიცაა: სილუეტი, ფერი და აქცენტებივორკშოპი არარსებული ბოტანიკური პერსონაჟის შექმნისა და გაცოცხლების საშუალებას მისცემს მონაწილეებს.

ასაკობრივი ზღვარი: 15+

ცოდნის დონე: ნებისმიერი

ხანგრძლივობა2 საათი, 10 წუთი შესვენება

მონაწილე უზრუნველყოფილი იქნება სამუშაო მასალებით – თაბახის ფურცლებით, უბრალო ფანქრით, შავ მელნიანი კალმით, პერგამენტის ქაღალდებით, გასაფერადებელი მასალებით (მარკერით, ფერადი ფანქრებით).

სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია თან იქონიონ საკუთარი გრაფიკული პლანშეტი ან ლეპტოპი სახატავი აპლიკაციებით (Procreate App, Photoshop, Sketch).

ვორკშოპზე დასასწრებად გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზეhttps://forms.gle/XvvsFcWxiCuXGAeh9 

გაითვალისწინეთ, რომ შეზღუდული ადგილების გამო ვორკშოპში მონაწილეობას შეძლებს პირველი 20 რეგისტრირებული პირი.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა: 10 ივლისი, 18:00 საათი.

დრო: 12 ივლისი, 15:00 საათი

ადგილმდებარეობა: ბოტანიკური ბაღის ღია სადღესასწაულო სივრცე 

დასწრება თავისუფალია.


ღონისძიების სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, ესტუმრონ საქართველოს ეროვნულ ჰერბარიუმს.

ჰერბარიუმის, როგორც ეროვნული საგანძურის, მნიშვნელობა განისაზღვრება შემდეგით:

მცენარეებისა და სოკოების საჰერბარიუმო კოლექციები, რომელთა საერთო რაოდენობა აჭარბებს 1 000 000-, უმნიშვნელოვანესი საფუძველია საქართველოსა და კავკასიის მცენარეთა სამყაროს (ჰაბიტატებისა და ცალკეული სახეობების გავრცელების არეალის ჩათვლით) ყველა მიმდინარე და მომავალი კვლევისა და მცენარეული რესურსების გამოყენების შემსწავლელი პროექტებისათვის.

საქართველოს მცენარეთა რესურსების უნიკალური ისტორიული დოკუმენტაციაა, შექმნილი კავკასიისა და საქართველოს ფლორის აღიარებულ მკვლევართა მიერ.

ტურზე დასასწრებად გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე: https://shorturl.at/CgFwO

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 10 ივლისი, 18:00 საათი

დრო: 12 ივლისი, 16:00 და 17:00 საათი

ადგილმდებარეობა: ნიკო კეცხოველის სახელობის ბოტანიკის ინსტიტუტი

ნიკო კეცხოველის სახელობის ბოტანიკის ინსტიტუტი, რომელიც დაარსდა 1933 წელს, დღემდე წამყვან როლს ასრულებს საქართველოს ფლორისა და მცენარეულობის კვლევასა და ინვენტარიზაციაში.

ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი ავრცელებს.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...