Jump to content
Planeta.Ge

ხუთი ქვეყნის ლიდერები - უკრაინას სტრატეგიული საჰაერო თავდაცვის დამატებით სისტემებს მივაწვდით


ხუთი ქვეყნის - აშშ-ის, გერმანიის, იტალიის, ნიდერლანდებისა და რუმინეთის - ლიდერები პირობას დებენ, რომ უკრაინას საჰაერო თავდაცვის დამატებით საშუალებებს მიაწვდიან.

„დღეს ჩვენ ვაცხადებთ, რომ უკრაინას ერთობლივად მივაწვდით სტრატეგიულ საჰაერო თავდაცვის დამატებით სისტემებს, მათ შორის, აშშ-ის, გერმანიისა და რუმინეთის მიერ შემოწირულ Patriot-ის დამატებით ბატარეებს; Patriot-ის კომპონენტებს, რომელიც შემოწირულია ნიდერლანდების და სხვა პარტნიორების მიერ, რათა უზრუნველყონ Patriot-ის დამატებითი ბატარეის ფუნქციონირება და იტალიის მიერ შემოწირულ დამატებითი SAMP-T სისტემას. ეს ხუთი სტრატეგიული საჰაერო თავდაცვის სისტემა ხელს შეუწყობს უკრაინის ქალაქების, მშვიდობიანი მოსახლეობისა და ჯარისკაცების დაცვას და ჩვენ მჭიდრო კოორდინაციაში ვართ უკრაინის მთავრობასთან, რათა ეს სისტემები სწრაფად იქნას გამოყენებული“, - აღნიშნულია აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენის, ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრ დიკ შუფის, გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის, იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონის, რუმინეთის პრეზიდენტ კლაუს იოჰანისისა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ერთობლივი განცხადებაში.

გარდა ამისა, შეერთებული შტატები და პარტნიორები აპირებენ, უახლოეს თვეებში უკრაინას მიაწოდონ ტაქტიკური საჰაერო თავდაცვის ათობით სისტემა, მათ შორის NASAMS-ის, HAWK-ის, IRIS-ის T-SLM-ის, IRIS-ის T-SLS-ისა და Gepard-ის სისტემები.

„ალიანსის რამდენიმე წევრი, მათ შორის კანადა, ნორვეგია, ესპანეთი და გაერთიანებული სამეფო, გააგრძელებენ განუყოფელო როლის შესრულებას ამ სისტემების უზრუნველყოფაში და უკრაინის მრავალი სხვა მხარდამჭერი უზრუნველყოფს ჩამჭრელებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

„ვაძლიერებთ რა უკრაინის საჰაერო თავდაცვას, მადლობელი ვართ 50-ზე მეტი ქვეყნის კოალიციის, რომელიც აგრძელებს უკრაინისთვის უსაფრთხოების სფეროში დახმარების აღმოჩენას, ისევე როგორც „საჰაერო თავდაცვის ინიციატივაზე დაუყოვნებელი მოქმედების“ - რომლის ფარგლებშიც პარტნიორებმა უკრაინის საჰაერო თავდაცვის მხარდასაჭერად 1 მილიარდ დოლარზე მეტის გამოყოფის პირობა დადეს, ასევე ინტეგრირებულ საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის შესაძლებლობების კოალიციის, რომელსაც ხელმძღვანელობენ გერმანია და საფრანგეთი. ჩვენ ასევე მივესალმებით ნატოს მუშაობას უკრაინის ძალისხმევის მხარდასაჭერად ნატო-სთან თავსებადი ინტეგრირებული საჰაერო და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის არქიტექტურის შემუშავებაში. ჩვენი გზავნილი მოსკოვისა და მსოფლიოსადმი ნათელია: ჩვენი მხარდაჭერა უკრაინისადმი ძლიერი და ურყევია“, - აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში.

ipn

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...