Jump to content
Planeta.Ge

ფიშერი: გადავწყვიტეთ, ამ ეტაპზე აღარ ავიღოთ საქართველოსთან ახალი ფინანსური ვალდებულებები


საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი ამბობს, რომ საქართველოს მთავრობის კურსის გამო ქვეყნის EU-შო გაწევრების პროცესი შეჩერდა. მის კომენტარს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

ამასთან, ელჩის თქმით, გერმანიამ გადაწყვიტა, რომ საქართველოსთან ახალი ფინანსური ვალდებულებები ამ ეტაპზე არ აიღოს.

„საქართველო არის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი, მაგრამ ჩვენ მივედით ძალიან რთულ მომენტამდე ამ პროცესში, გაწევრების პროცესში, როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს მთავრობის კურსის გამო, საქართველოსთან გაწევრების პროცესი შეჩერდა. საქართველოს გაწევრების პროცესი ჩერდება, რაც ახლა ევროკავშირის პოლიტიკაა. ეს ძალიან სამწუხაროა.

ჩვენ რაც შეიძლება სწრაფად უნდა წავიდეთ წინ, გვსურს წინსვლა, მაგრამ გაწევრების პროცესის სიჩქარე და ხარისხი არის გაწევრების კანდიდატი ქვეყნის ხელში. გერმანიის მხრიდან ვისაუბრებ და ვიტყვი, რომ ჩვენ ასევე განვიხილავთ ჩვენს ურთიერთობას საქართველოსთან, ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი ხნის და ღრმა ურთიერთობა. ჩვენ აშშ-სთან ერთად ვართ საქართველოსთვის განვითარების თანამშრომლობის ერთ-ერთი უდიდესი დონორი.

ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ არ ავიღოთ ახალი ვალდებულებები საქართველოსთან ამ დროისთვის. ამიტომ, გერმანია საქართველოსთან ახალ ფინანსურ ვალდებულებებს ამ დროისთვის არ იღებს. გერმანიის სამხედროებმაც გააუქმეს მონაწილეობა ახალ პარტნიორობაში. ჩვენ გავაუქმეთ პროგრამა, რომელიც გასულ წელს თბილისში ჩატარდა და ამ ზაფხულს ბერლინში უნდა გამართულიყო. ახლა ჩვენ განვიხილავთ შემდგომ ქმედებებს. ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით და ვიმედოვნებთ, რომ თქვენ შეგიძლიათ, დაუბრუნდეთ იმ პოზიტიურ დინამიკას, რომელიც გვქონდა. ჩვენ ვიყავით აშშ-სთან ერთად საქართველოს თავდაცვის საუკეთესო პარტნიორი, სწორედ აქ გვინდა რომ ვიყოთ. ჩვენ ვაკვირდებით სიტუაციას და მივიღებთ გადაწყვეტილებას ამის მიხედვით“, – განაცხადა ფიშერმა.

publika

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...