Jump to content
Planeta.Ge

კახა ქემოკლიძე - პარტიები „ახალი“, „დროა“ და „გირჩი - მეტი თავისუფლება“ უმეტესწილად ელექტორატს ართმევენ „ნაციონალურ მოძრაობას“ და სხვას არავის


პარტიები „ახალი“, „დროა“ და „გირჩი - მეტი თავისუფლება“ უმეტესწილად ელექტორატს ართმევენ „ნაციონალურ მოძრაობას“ და სხვას არავის, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, კახა ქემოკლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

მისი თქმით, როდესაც აღნიშნული პარტიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ „ახალი, ჯადოსნური მესამე ცენტრი იქმნება“, ეს სიმართლე არ არის.

„რატომ ვერ შედგა დიდი გაერთიანება? უპრიანი იქნება, რომ ამაზე თვითონ განაცხადონ. გულწრფელად განაცხადონ საქართველოს მოსახლეობის წინაშე, რაზე ვერ შეთანხმდნენ. მგონია, რომ ისინი ამ ინფორმაციას არ ასაჯაროებენ. საქართველოს მოსახლეობა იმსახურებს, რომ იცოდნენ, რა იყო მიზეზი აზრთა სხვადასხვაობის, რატომ ვერ გაერთიანდა ორი ჯგუფი, რომელიც ძალიან დიდი იმედებს ამყარებდა გაერთიანებაზე. „ქართული ოცნების“ ყოველდღიური ოპერირების სქემას მაგონებს, დღეს რომ ერთს იძახიან, ხვალ მეორეს, ზეგ მესამეს. შემდეგ აბსოლუტურად უცხოური არგუმენტებით გამოდიან და საკუთარ თავს ეწინააღმდეგებიან ხოლმე. საქართველოს მოქალაქეები იმსახურებენ გულწრფელობას ქართულ პოლიტიკაში და ეს ეხება ყველას, ოპოზიციიდან დაწყებული მთავრობით დამთავრებული.

მე სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი, რომ ეს გაერთიანება რაღაც განსაკუთრებულ, მესამე პოლიტიკურ ცენტრს ჩამოაყალიბებდა იმიტომ, რომ ძირითადი მოთამაშეები, რომლებიც გაერთიანებას ქმნიან დნმ-ის დონეზე მაინც „ნაციონალური მოძრაობის“ წიაღიდან გამოსული ადამიანები არიან, როგორც კარიერულად, ისე ფილოსოფიით, პოლიტიკური იდეოლოგიით და ა.შ. კითხვა რომ დაუსვათ თითოეულ მათგანს, რომ ჩამოთვალონ 5 ძირითადი, სტრატეგიული, ტექტონიკური, ფუნდამენტური შეცდომა „ნაციონალური მოძრაობის", წინა ხელისუფლებიდან დაწყებული, დღემდე. ჩემი აზრით მკაფიო, გულწრფელ პასუხს ვერ გეტყვიან. განა იმიტომ, რომ არ იციან, ეს რომ განაცხადონ, მათი ელექტორალური ბაზა მთლიანად ჩამოიშლება. მათი ელექტორალური ბაზა დგას „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებზე. ეს ადამიანები როდესაც იძახიან, რომ ახალი, ჯადოსნური მესამე ცენტრი იქმნება, ეს აპრიორი სიმართლე არ არის იმიტომ, რომ ათ ადამიანს რომ კითხვა დაუსვა, ეს გაერთიანება ახალ მესამე სტრატეგიულ ცენტრს ქმნის თუ არა, გეტყვის არა, ესენი არიან „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი განშტოება, რომელიც რაღაცაზე ვერ შეთანხმდა და ჩამოაყალიბეს ცალკე მიმართულება“, - განაცხადა კახა ქემოკლიძემ.
იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...