გახარია - პროგრამაშიც გვიდევს სტუდენტებისთვის პირველი სამსახურის მიღების სახელმწიფო პროგრამა , რომელიც იქნება მინიმალური ხელფასის ოდენობით - 950 ლარით გარანტირებული ხელისუფლების მხრიდან
"ხარაგაულში შემხვდნენ ახალგაზრდები, რომლებიც მუშაობენ ბანკის ფილიალში. მუშაობენ სრულ კვირას და ხელფასი აქვთ 400 - 350 ლარი, წარმოუდგენელი რამეა ეს.
ჩვენ პროგრამაშიც გვიდევს სტუდენტებისთვის გარანტირებული სახელმწიფო პროგრამა პირველი სამსახურის მიღების, რომელიც ასევე იქნება მინიმალური ხელფასის ოდენობით 950 ლარით გარანტირებული ხელისუფლების მხრიდან. ევროკავშირში უნივერსიტეტებიდან და საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან გამოსული სტუდენტების 90 % პირველივე წელს იწყებს სამსახურს. ჩვენთან კატასტროფული ციფრია. რომ დააკვირდეთ შრომის ბაზარს, გამოცდილების გარეშე უბრალოდ სამსახურს ვერ იპოვი. სახელმწიფო უნდა მიეხმაროს სტუდენტებს, რომლებმაც დღეს დაამთავრეს სწავლა, რომ ხვალ მინიმალური ხელფასის ოდენობით იშოვოს სამსახური, რა თქმა უნდა, დამსაქმებელი მას რაღაცას დაუმატებს და ნორმალური ანაზღაურება ექნება. ეს არის ერთადერთი შესაძლებლობა, როგორმე ახალგაზრდები არ გაიქცნენ უცხოეთში. ხომ არ გგონიათ ეს ახალგაზრდები თავიანთ პროფესიაში რჩებიან, მიდიან შავ მუშებად, ფიზიკურად შრომობენ, ყველანაირი დაცვის გარეშე, ეს არის საშინელება. ამიტომ, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს ბავშვები შევინარჩუნოთ ჩვენს ქვეყანაში და ამიტომ გვაქვს პროგრამაში ჩადებული ძალიან მნიშვნელოვანი პირველი დასაქმების კომპონენტი, რომელიც სახელმწიფომ მინიმალური ხელფასის ოდენობით უნდა უზრუნველყოს - ეს დაახლოებით 20 00 სტუდენტს დაასაქმებს. ეს ის ბავშვები არიან, რომლებიც, ჩვენს ქვეყანაში თუ დავამაგრეთ, ამ ქვეყნის მომავალი უნდა შექმნან. ეს ყველაფერი როგორ მიგვაქვს მათთან? აი ასე, მივდივართ და ველაპარაკებით."
გიორგი გახარია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.