გახარია - ჩემი ძალიან დიდი შეცდომა იყო, რომ აქამდე ასე აქტიური კომუნიკაცია არ მქონდა რეგიონალურ მედიასთან, მაგრამ ამას აუცილებლად გამოვასწორებ - ძალიან მაღალი კვალიფიკაციის, თავისი საქმის ერთგული ხალხი ვნახე
"რეგიონალურ მედიაზე რომ ვილაპარაკოთ, ერთ ტელევიზიაში ვიყავი და გამომცემლობა “ჩემი ხარაგაული”, იქაც მქონდა სიამოვნება ჟურნალისტებთან მესაუბრა.
ძალიან მომეწონა, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან უჭირთ, ბევრად უფრო ჯანსაღი გარემოაა ვიდრე თბილისში.
ჩემი ძალიან დიდი შეცდომა იყო, რომ აქამდე ასე აქტიური კომუნიკაცია არ მქონდა რეგიონალურ მედიასთან, მაგრამ ამას აუცილებლად გამოვასწორებ.
მინდა გითხრათ, რომ ძალიან უჭირთ, ტექნიკასაც ეტყობა, სტუდიასაც ეტყობა, მაგრამ არ ეტყობა ხალხს.
ძალიან მაღალი კვალიფიკაციის, თავისი საქმის ერთგული ხალხი ვნახე.
რეგიონებში სამწუხაროდ მთელი პრობლემა არის იმაში, რომ ხალხს არ აქვს შესაძლებლობა ინფორმირებული არჩევანი გააკეთონ, იმიტომ, რომ ისინი არიან უბრალოდ მსხვერპლი - ერთის მხრივ სახელისუფლებო დეზინფორმაციის, მეორეს მხრივ იმ ტელევიზიების, რომლის უკანაც კონკრეტული პირები დგანან. ყველაზე არ ვსაუბრობ, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს ახლა ტენდენციაა და ჩვენი მედია ბაზრის დაახლოებით 90% ასეთ დღეშია.
ყველაზე დიდი, რასაც ეხლა ჩვენ რეგიონებში ვხედავთ, განსაკუთრებით იმერეთის ბევრ რეგიონში, არის დეპრესიული მუნიციპალიტეტები, როგორიც არის ხარაგაული, სამტრედია და მათ შორის ქუთაისიც...
მთავარი პრობლემა მაინც არის ელემენტარული საბაზისო სოციალური პირობები და სოციალური დაცვის მექანიზმები.
მინდა გითხრათ, რომ როდესაც მთავრობაში ვიყავით, ამ სოციალური დაცვის საბაზისო ინფრასტრუქტურას ვქმნიდით.
ეს იყო, მაგალითად საკანონმდებლოდ დამაგრებული პენსიის ინდექსაცია და ზრდა, ეს იყო მაგალითად ჯანდაცვის სამინისტროში შრომის სააგენტოს შექმნა, რომლის მთავარი ფუნქციაც იყო სამუშაო ადგილების მოძიება - ეს იყო არაფორმალურ დასაქმებულთა ბაზების შექმნა, ეს იყო სოციალური კოდექსის შექმნა.
საბოლოო ჯამში, ყველაფერს ვაკეთებდით იმისთვის, რომ შრომის ბაზარი და შრომის ბაზრის სააგენტო, რომელიც მაშინ შეიქმნა და ჩვენი სოციალურად დაუცველები და ის ადამიანები, რომლებიც სამსახურს კარგავდნენ ერთმანეთთან დაგვეკავშირებინა იმიტომ, რომ საქართველოში სოციალურ შემწეობას იღებს 667000 ადამიანი. ეს დაახლოებით 180000 ათასი ოჯახია.
ამასთან ერთად იყო, საპენსიო რეფორმა და საპენსიო ფონდი.
დღეს ყველაფერი შეჩერებულის, ჯანდაცვის სამინისტროში არაფერი აღარ ფუნქციონირებს, ის რასაც კომპლექსურად და სისტემურად უნდა მივდგომოდით და ყოველწლიურად შედეგი გაგვეუმჯობესებინა. ფაქტობრივად ახლა ყველაფერი ჩამოშლილია.
ის ადამიანები, რომლებიც სათავეში იდგნენ, გაქცეული არიან ქვეყნიდან, საზღვარგარეთ მუშაობენ მინისტრის მოადგილეების დონეზე სხვათაშორის.
საპენსიო ფონდს აგერ მთავრობა საშინელებას უკეთებს, მიიტაცა ჩვეულებრივად, კორუფციის ბუდედ ქმნის. ამიტომ ჩვენ ახლა ამ ადამიანებს უბრალოდ პირდაპირ ველაპარაკებით და ვეუბნებით, რომ ქვეყანაში სახელმწიფო ვერ იცავს ელემენტარულ საბაზისო, სოციალურ პირობებს ამ ადამიანებისთვის."
გიორგი გახარია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.