Jump to content
Planeta.Ge

დავითულიანი EU-ში გაწევრების შეჩერებაზე: არა უშავს


„ქართული ოცნების” წევრი, ბექა დავთულიანის თქმით, „არა უშავს”, თუ საქართველოს ევროკავშირში გაწევრების პროცესი შეჩერებულია.

„იმედი მაქვს, ყველა ამას დროულად გააცნობიერებს და შეძლებენ, ამ რაღაც დროებით ვნებებსა და ემოციებს მოერიონ და პრაგმატულად იაზროვნონ. რისი პროცესია შეჩერებული? რაში გამოიხატება? სხვასთან რა პროცესი აქვთ, მოლაპარაკებების გახსნაზე ელაპარაკებიან, ხომ? არა უშავს, ცოტა ხანი შევჩერდებით და მომავალი წლიდან გავაგრძელებთ“. – თქვა ბექა დავითულიანმა.

ის, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრების პროცესი შეჩერებულია, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

ჰერჩინსკისვე განცხადებით, შეჩერდება ევროკავშირის მიერ საქართველოს თავდაცვის სექტორის 30-მილიონევროიანი დახმარება. მიზეზი რუსული კანონი და მმართველი პარტიის არადემოკრატიული ნაბიჯებია.

ბექა დავითულიანის შეფასებით, ევროკავშირის ამ გადაწყვეტილებით ზიანდება როგორც საქართველო, ისე – ევროკავშირი. ამასთან, ხელისუფლება რუსული კანონის შეცვლას არ აპირებს.

„ჩვენ ჩვენი გზა გვაქვს. სამწუხაროა, რომ თავდაცვის ბიუჯეტს აკლებენ და ამ თანხების სამოქალაქო სექტორში გადასროლა სურთ და საბაბად სახელდება ის კანონი, რომელიც იქნა მიღებული. თუმცა ეს ამ გადაწყვეტილებას ვერ შეცვლის.

თუ ვინმე ფიქრობს, რომ ამით მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებას აზიანებს, ეს ტყუილია. ამით აზიანებს არა მარტო საქართველოს ხელისუფლებას, არამედ თავის, დასავლეთის ინტერესებს, რომლისთვისაც საქართველო არის მნიშვნელოვანი წერტილი გეოპოლიტიკურ რუკაზე. ამას რაც მალე გააცნობიერებენ, მით უკეთესი. მე დარწმუნებული ვარ, ადრე თუ გვიან გააცნობიერებენ“. – თქვა ბექა დავითულიანმა.

პუბლიკა

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...