Jump to content
Planeta.Ge

ჰერჩინსკის ცნობით, EU-მა საქართველოს თავდაცვის სფეროსთვის გამოყოფილი 30 მლნ. ევრო გაყინა


ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი აცხადებს, რომ EU-მა საქართველოს თავდაცვის სფეროსთვის გამოყოფილი 30 მილიონი ევროს დახმარება გაყინა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან ისაუბრა.

„სამწუხაროდ, უნდა მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ ლიდერებმა ასევე გადაწყვიტეს, გაეყინათ ფული, რომელსაც ჩვენ ვიხდით საქართველოს თავდაცვის ძალების მხარდასაჭერად. მას ჰქვია ევროპის სამშვიდობო ფონდი (EPF), ასე რომ, ამ მომენტისთვის, თანხა, რომლის გამოყოფასაც ვგეგმავდით საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის, რაც არის 30 მლნ. ევრო, გაყინულია და ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია. იქნება სხვა ნაბიჯებიც”, – განაცხადა მან.

მისი თქმით, ევროკავშირის პირდაპირი დახმარება საქართველოს მთავრობისადმი შემცირდება და ლიდერები შეეცდებიან, მთავრობისადმი ეს პირდაპირი დახმარება გადაიტანონ სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიისკენ.


პუბლიკა

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...