Jump to content
Planeta.Ge

გიორგი გახარია - არ უნდა დავუტოვოთ სივრცე დღევანდელ თავდაცვის სამინისტროს, რომ ტყუილები გაავრცელოს და მოატყუოს საქართველოს მოქალაქეები- ეს არ არის მხოლოდ ერთი წვრთნის გადადება, იტყუება ვინც ამბობს რომ მეორე უკეთესი წვრთნები აქვთ


"არ უნდა დავუტოვოთ სივრცე დღევანდელ თავდაცვის სამინისტროს, რომ ტყუილები გაავრცელოს და მოატყუოს საქართველოს მოქალაქეები.

2016 წლიდან იყო ორი ფორმატი, ძალიან მნიშვნელოვანი ქართული ჯარის გაძლიერებისთვის და მათი სტანდარტების დაახლოებისთვის,

პირველ რიგში აშშ-ს და ნატოს სტანდარტებთან დაახლოებისთვის.

ეს იყო “ღირსეული პარტნიორი” და “მტკიცე სული” - ორი უაღრესად მნიშვნელოვანი და სისტემური წვრთნები. 

 

რატომ იტყუებიან კოლეგები საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან, რატომ გადაიდო წვრთნები?

ჩვენმა ამერიკელმა მეგობრებმა მკაფიოდ გვითხრეს, რომ ჩვენ 30 მაისიდან დავიწყეთ საქართველოსთან სტრატეგიული თანამშრომლობის და პარტნიორობის გადახედვა, ამ თანამშრომლობის ფარგლებში შეაჩერეს ეს წვრთნები.

 

ეს კომპლექსური, სისტემური პრობლემაა, ეს არ არის მხოლოდ ერთი წვრთნის გადადება, იტყუება ვინც ამბობს რომ მეორე უკეთესი წვრთნები აქვთ.

საქართველო, ქართული სახელმწიფო, საქართველოს მოქალაქეები ბოლო 30 წლის განმავლობაში ვაშენებდით, რომ მთელ მსოფლიოში ყველაზე ძლიერი დემოკრატიები გამხდარიყვნენ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორები.

ოცნების დღევანდელმა ხელისუფლებამ სამ წელიწადში ეს ყველაფერი დაანგრია."

გიორგი გახარია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე.


 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...