გიორგი გახარია - ჩვენმა დღევანდელმა ხელისუფლებამ კაბინეტებში დარჩენა, ხელისუფლების შენარჩუნება გაცვალა ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერის აქტზე ხელის მოწერაში!
"ეუთოს განცხადება, რომელსაც საქართველოს ხელისუფლებამ დანაშაულებრივად არ მისცა ხმა, არტივი რამ იყო - მათ, ფაქტობრივად, ქვეყნის სუვერენიტეტის, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანად აღდგენის, რუსეთზე მოთხოვნის 2008 წლის პირობების შესრულების... აი, ამას ყველაფერს ხელი არ მოაწერეს, ხმა არ მისცეს, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ იგივე განცხადებაში, იგივე რეზოლუციაში იყო მოთხოვნა, ნორმალურად, დემოკრატიულად, კონკურენტულად არჩევნების ჩატარების!
ფაქტობრივად, ჩვენმა დღევანდელმა ხელისუფლებამ კაბინეტებში დარჩენა, ხელისუფლების შენარჩუნება, გაცვალა ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერის აქტზე ხელის მოწერაში.
ბოლო ტექსტი რომ წაიკითხოთ, იდეალური „ვორდინგია“, იდეალური ფორმულირებებია, თუ როგორ უჭერენ საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, როგორ თხოვენ რუსეთს, დატოვოს საქართველოს ტერიტორია და მატყუარა ხელისუფლებამ, რომელიც თავის თავს რაღაც კონსერვატულს, თუ რაღაც ტრადიციულს ეძახის, ჩაიდინა ანტიეროვნული ქმედება, გადადგა ანტიეროვნული ნაბიჯი და ამ რეზოპლუციას ხმა არ მისცა. მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ამავე რეზოლუციაში მათ მიმართ იყო მოწოდება, რომ, მეგობრებო, ნორმალურად ჩაატარეთ არჩევნები და გაუფრთხილდით ქართულ დემოკრატიას და ქართველი ხალხის ნებას!"
გიორგი გახარია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე.
ბმული: https://www.facebook.com/share/r/At7LwNBzXcFd1jvR/?mibextid=cr9u03
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.