Jump to content
Planeta.Ge

ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში მასუდ ფეზეშქიანმა გაიმარჯვა


ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში მასუდ ფეზეშქიანმა გაიმარჯვა.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მასუდ ფეზეშქიანმა ხმების 53.3% მიიღო, მისმა კონკურენტმა საიდ ჯალილმა კი 44.3%.

საერთაშორისო მედია ირანის ახალ პრეზიდენტს რეფორმისტად მოიხსენიებს. მისი საიდ ჯალილი კი ცნობილია თავისი მკაცრი ანტიდასავლური პოზიციით.

71 წლის მასუდ ფეზეშქიანი კარდიოქირურგი და ირანის პარლამენტის წევრია. ის აკრიტიკებს ირანის „მორალის პოლიციას“ და ირანის მსოფლიოსგან იზოლაციას.

როგორც BBC წერს, მასუდ ფეზეშქიანი ასევე ემხრობა დასავლურ ძალებთან „კონსტრუქციული მოლაპარაკებების დაწყებას“ 2015 წლის ბირთვული შეთანხმების განახლების თაობაზე.

ირანში საპრეზიდენტო არჩევნები მას შემდეგ დაინიშნა, რაც მოქმედი პრეზიდენტი იბრაჰიმ რაისი ავიაკატასტროფაში დაიღუპა.

ნეტგაზეთი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...