Jump to content
Planeta.Ge

ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში აცხადებენ, რომ დაჭრილი კურიერის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა შესაძლოა ოპერაცია დასჭირდეს


სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, მაია მახარაშვილის ინფორმაციით, გუშინ, თბილისში დაჭრილი „გლოვოს“ კურიერის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

როგორც მან აღნიშნა, პაციენტს დაზიანებები კიდურებზე აქვს მიყენებული, ამასთან, კლინიკაში რჩება, რადგან შესაძლოა, ოპერაცია დასჭირდეს.

"მდგომარეობა სტაბილურია. დაზიანებული აქვს ფეხები. კლინიკაში რჩება, რადგან შესაძლოა ოპერაცია დასჭირდეს“, - აღნიშნავს მაია მახარაშვილი.

ინფორმაციისთვის, გუშინ, თბილისში "გლოვოს" კურიერი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, კურიერს, შეკვეთის მიტანის შემდეგ მომხდარი სიტყვიერი შელაპარაკების გამო, ჯერ ფიზიკურად გაუსწორდნენ, შემდეგ კი, პნევმატური იარაღიდან ესროლეს. დაჭრილი მამაკაცი სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი. როგორც მისი ნათესავი სოციალურ ქსელში წერს, ახალგაზრდას ფეხის თითები, ტერფის ძვლები აქვს დამტვრეული და ის სხვა კლინიკაში გადაყვანას საჭიროებს.

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...