Jump to content
Planeta.Ge

ვაკის პარკის შადრევანს და "ვარკეთილის" ჩამონგრეულ მეტროს სადგურს ექსპერტიზა ერთმა და იმავე კომპანიამ ჩაუტარა


ვაკის პარკის შადრევანსა და 2018 წლის იანვარში “ვარკეთილის” ჩამონგრეულ მეტროს სადგურს ექსპერტიზა ერთმა და იმავე კომპანიამ, შპს "სამშენებლო ექსპერტიზის ბიურომ" ჩაუტარა. ვარკეთილის მეტროს გარემონტებული ჭერი განახლებიდან რამდენიმე თვეში ჩამოვარდა, ვაკის პარკის შადრევნის გახსნიდან მეორე დღეს, წყალში ჩასულ ბავშვებს კი დენმა დაარტყა.

ვაკის პარკის შადრევნის და ვარკეთილის მეტროს სადგურის შემთხვევაში სხვადასხვა ეტაპის სამუშაოები რამდენიმე კომპანიამ შეაფასა, მათ შორის, შპს "სამშენებლო ექსპერტიზის ბიურომ”. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, კომპანიის ხელმძღვანელი პოლიციაში უკვე გამოკითხეს.

შპს "სამშენებლო ექსპერტიზის ბიუროს" ხელმძღვანელი, ზურაბ ამირანაშვილი ამბობს, რომ თავისუფლების "არცერთ კითხვას არ უპასუხებს". მიზეზად მან დაასახელა გამოქვეყნებული სტატია, რომელიც მისი კომპანიის შავ სიაში მოხვედრის მიზეზებს ეხებოდა.

Edited by tvati

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...