საფრანგეთში არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს
დღეს, 7 ივლისს საფრანგეთში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური იმართება. კენჭისყრა ადგილობრივი დროით დილის 08:00 საათზე დაიწყო. ეგზიტპოლების შედეგები საარჩევნო უბნების გახსნიდან 12 საათში იქნება ცნობილი.
პირველი ტური 30 ივნისს გაიმართა. შედეგების თანახმად ლიდერობს მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე პარტია. მეორე ადგილზე გავიდა მემარცხენე პარტიების ალიანსი, ხოლო მესამეზე ემანუელ მაკრონის ცენტრისტული გაერთიანება.
ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში ულტრამემარჯვენე პარტიამ გაიმარჯვა. მარინ ლე პენი და ჯორდან ბარდელა აცხადებენ, რომ 577-ადგილიან ეროვნულ ასამბლეაში უმრავლესობის, ანუ 289 ადგილის მოპოვება სურთ.
თუმცა, როგორც დასავლური მედიები წინასწარი პროგნოზით წერენ, მოსალოდნელია, რომ ლე პენის პარტია 230-280-მდე ადგილს დაიკავებს, მემარცხენე ალიანსი – 125-დან 165-ს, ხოლო მაკრონის კოალიცია 70-100 ადგილს მიიღებს.
აბსოლუტური უმრავლესობის არარსებობის შემთხვევაში, საფრანგეთის პარლამენტს საბოლოო გადაწყვეტილებების მიღება გაუჭირდება, ხოლო RN ვერ შეძლებს ისეთი გეგმების განხორციელებას, რომლებიც იმიგრაციას, გადასახადების შემცირებასა და კანონებს ეხება.
პარალელურად, საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიუხედავად, მაკრონის საპრეზიდენტო უფლებამოსილება 2027 წლამდე გაგრძელდება.
არჩევნები მას შემდეგ დაინიშნა, რაც ევროპარლამენტში მიღებული შედეგების შემდეგ ემანუელ მაკრონმა პარლამენტი დაითხოვა.
პუბლიკა
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.