Jump to content
Planeta.Ge

დაჭრილია გლოვოს კურიერი - დედის თქმით, იარაღიდან მას 3-ჯერ ესროლეს


თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე გლოვოს კურიერი დაჭრეს.

კურიერის დედა ,,ფორმულას” ეუბნება, რომ მას ჯერ სცემეს, შემდეგ კი 3-ჯერ ესროლეს.

ამბობს, რომ ფიზიკურად 8 ადამიანი გაუსწორდა.

,,მიუტანია შეკვეთა და ბრუნდებოდა სახლში, ბოლო შეკვეთა მაქვსო, დამირეკა. ცოტახანში ისევ დამირეკა და მითხრა – დედა, ჩამოდი ქვემოთ დაჭრილი ვარო. ჩავარდი ქვემოთ და ვხედავ – ერთი ტყვია, მეორე ტყვია, მესამე ტყვია…

4 ბიჭი და 4 გოგო ჩამოსულან, ჯერ უცემიათ და შემდეგ დაახალა ტყვია. ნუცუბიძიდან არავის დაურეკავს სასწრაფოში”, – ამბობს დაჭრილი კურიერის დედა. 

გლოვოს კურიერი ხეჩინაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა როგორც დაჭრილის ნათესავი ,,შაბათის ფორმულას” ჟურნალისტი სალომე გოგოხია facebook-ზე წერს, ხეჩინაშვილის კლინიკაში პაციენტის მკურნალობაზე უარი უთხრეს და მისი სხვა კლინიკაში გადაყვანა შესთავაზეს.

,,დაფშვნილია ძვლები ფეხის თითების, ტერფები, საჭიროებს გადაყვანას სხვა კლინიკაში, რადგან ხეჩინაშვილში  არ ჰყავთ შესაბამისი მიმართულების სპეციალისტი!

გვეუბნებიან სამ ტყვიამოხვედრილი წავიყვანოთ სახლში, თავიდან იცილებენ, და თქენ მიიყვანეთ მერე რომელიმე კლინიკაშიო!!! ხეჩინაშვილის კლინიკა იშორებს თავიდან, ირიდებს პასუხისმგებლობას! არ უზრუნველყოფს მისი რეფერალის წესით გადაყვანას შესაბამის კლინიკაში, რომელიც ჩართილია საყოველთაო პროგრამაში!!, – წერს ჟურნალისტი.

,,პუბლიკა” ცდილობს დამატებითი ინფორმაციის გარკვევას შსს-სთან.

დაწყებულია თუ არა გამოძიება და არიან თუ არა თავდამსხმელები დაკავებულები – პასუხის მიღებისთანავე, მასალა განახლდება.


პუბლიკა

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...