Jump to content
Planeta.Ge

საია: არ დავრეგისტრირდებით ,,უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში”


ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის(საია) განცხადებით, არ დაემორჩილებიან რუსულ კანონს და არ დარეგისტრირდებიან ე.წ ,,უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში”.

გადაწყვეტილება, როგორც განცხადებაში წერია,  ორგანიზაციის საერთო კრებაზე ერთხმად მიიღეს.

,,იძულებითი წესით რეგისტრაციის შემთხვევაში, ჩვენი ორგანიზაცია სამართლებრივ ბრძოლას გააგრძელებს. ბრძოლის პარალელურად, საია აცნობიერებს, რომ ორგანიზაციას შესაძლოა დაეკისროს ჯარიმები, რომლის გადახდაც ჩვენი ინტერესებისთვის გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს. კანონის რეპრესიული მოქმედების პირობებში, ჩვენი საქმიანობის გაგრძელების გრძელვადიან სტრატეგიას საიას გამგეობა დაამტკიცებს 2024 წლის ნოემბერ/დეკემბერში, წევრთა მორიგი საერთო კრების მოწვევამდე, რომელსაც წარუდგენს საერთო კრებას”. – წერია ორგანიზაციის განცხადებაში.

ასევე, ნათქვამია, რომ რუსული კანონით, უცხოური ძალის ინტერესების გატარებად ცხადდება ის საქმიანობა, რასაც საია დაარსების დღიდან საქართველოში ადამიანის უფლებების დასაცავად და სამართლის უზენაესობის პრინციპების დასამკვიდრებლად აკეთებდა და აკეთებს.

,,რეგისტრაცია რეესტრში, რომელიც საქართველოს და ქართული საზოგადოების სასიკეთოდ განხორციელებულ საქმიანობას უცხოური ძალის ინტერესების გატარებად აცხადებს და იწვევს ორგანიზაციის სტიგმატიზებას, შეუთავსებელია საიას მისიასთან, მიზნებთან, პრინციპებთან და წარმოადგენს ორგანიზაციის დამაზიანებელ ქმედებას”. – ვკითზულობთ განცხადებაში.

პუბლიკა

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...