აშშ-მა საქართველოსთან სამხედრო სწავლება „განუსაზღვრელი ვადით" გადადო
აშშ-მა საქართველოსთან „ღირსეული პარტნიორის” სამხედრო სწავლება „განუსაზღვრელი ვადით” გადადო. ინფორმაციას აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი ავრცელებს.
„შეერთებულმა შტატებმა წამოიწყო აშშ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების ყოვლისმომცველი გადახედვა. ამის ფარგლებში, შეერთებული შტატები განუსაზღვრელი ვადით გადადებს საქართველოში „ღირსეული პარტნიორის” სწავლებას, რომელიც თავდაპირველად იყო დაგეგმილი 2024 წლის 25 ივლისი-6 აგვისტოს პერიოდში.
30 მაისს აშშ-ის მთავრობამ საქართველოსთან ორმხრივი თანამშრომლობის სრული გადახედვა წამოიწყო.
„ღირსეული პარტნიორის” გადადების გადაწყვეტილება განპირობებულია შეერთებული შტატებისა და სხვა დასავლური სუბიექტების მიმართ საქართველოს მთავრობის მიერ გაჟღერებული ცრუ ბრალდებებით, რომლის მიხედვითაც ზეწოლას ვახდენდით საქართველოზე, გაეხსნა მეორე ფრონტი რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაზე ზეწოლის შესამსუბუქებლად, და რომ მონაწილეობას ვიღებდით, მმართველი პარტიის წინააღმდეგ, გადატრიალების ორ მცდელობაში. როგორც ასეთი, შეერთებული შტატების მთავრობამ გადაწყვიტა, რომ ეს შეუფერებელი დროა საქართველოში მასშტაბური სამხედრო წვრთნების ჩასატარებლად”, – ვკითხულობთ განცხადებაში.
პუბლიკა
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.