Jump to content
Planeta.Ge

ბრიტანეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს


დღეს გაერთიანებულ სამეფოში საპარლამენტო არჩევნები იმართება. 6-კვირიანი წინასაარჩევნო კამპანიის შემდეგ, მოსახლეობამ უნდა გადაწყვიტოს, ვინ დაიკავებს თემთა პალატაში ადგილებს და შესაბამისად, რომელი პარტია დააკომპლექტებს მთავრობას.

საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 07:00 საათზე გაიხსნა და 22:00 საათამდე გაგრძელდება. კენჭისყრის დაწყებისთანავე იწყება ხმების დათვლის პროცედურა, რის საფუძველზეც ეგზიტპოლები გამოქვეყნდება. პირველადი მონაცემები, სავარაუდოდ, ცნობილი იქნება 23:00 საათზე, ხოლო სრული სურათი – ხვალ, დილის 09:00 საათისთვის.

ვადამდელი არჩევნები ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა 22 მაისს მას შემდეგ ჩანიშნა, რაც პარლამენტის დათხოვნის გადაწყვეტილება მიიღო. არჩევნების შედეგებში ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება რამდენ ადგილს მოიპოვებს თითოეული პარტია.

გაერთიანებულ სამეფოში თემთა პალატა ერთადერთი არჩევითი ორგანოა – პარლამენტში 650 ადგილია, მათგან 543 ინგლისში, 57 შოტლანდიაში, 32 უელსში, ხოლო 18 ჩრდილოეთ ირლანდიაში. პარტიას უმრავლესობის მოსაპოვებლად 326 ადგილი სჭირდება.

საერთაშორისო მედიების პროგნოზით, რომელიც წინასაარჩევნო კვლევებსა და ექსპერტების მოსაზრებებს ეყრდნობა, მოსალოდნელია, რომ დასრულდება კონსერვატორების 14-წლიანი მმართველობა და უმრავლესობა ლეიბორისტული პარტია დაიკავებს – გამოკითხვებით, ლეიბორისტების ლიდერის, კირ სტარმერის რეიტინგი უსწრებს მოქმედი პრემიერის, რიში სუნაკის რეიტინგს.

პუბლიკა

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...