Jump to content
Planeta.Ge

ავტომობილების წინა გვერდითა მინების დამუქების წესში ცვლილებები შევიდა


ავტომობილების წინა გვერდითა მინების დამუქების წესში ცვლილებები შევიდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, მიმდინარე წლის 3 ივლისიდან, შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით განხორციელებული ცვლილებების თანახმად ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეებს მიეცათ უფლება, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანხმობის გარეშე, წინა გვერდითა მინები 60%-მდე დაამუქონ.

„აღნიშნული ცვლილებების განხორციელებამდე წინა გვერდითა მინების დამუქებაზე მოქმედებდა 40%-იანი შეზღუდვა.

რაც შეეხება მძღოლის უკან მსხდომი მგზავრების მხარეს განთავსებულ გვერდითა მინებს, მათზე კვლავ 75%-იანი შეზღუდვა მოქმედებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...