Jump to content
Planeta.Ge

ჩვენ მივიღეთ ზომები და ვფიქრობ, სავარაუდოდ, თქვენ უფრო მეტს ნახავთ - ბლინკენი რუსულ კანონზე


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა რუსულ კანონთან დაკავშირებით ისაუბრა. ბლინკენის თქმით, ვაშინგტონში მკაფიოდ გამოხატეს პოზიცია კანონის დამტკიცებასთან დაკავშირებით და მიიღეს ზომები, ამასთან დაკავშირებით კი „სავარაუდოდ, უფრო მეტს ვნახავთ“.

„საქართველოში „უცხოელი აგენტების კანონთან“ დაკავშირებით ჩვენ და ბევრმა სხვა ქვეყანამაც არამხოლოდ გამოვხატეთ ღრმა შეშფოთება, განსაკუთრებით მისი დამტკიცებისას, არამედ ჩვენ მივიღეთ ზომები, რომ მოგვეხდინა ჩვენი შეშფოთების მანიფესტაცია. მე ვფიქრობ, რომ, სავარაუდოდ, ამის შესახებ თქვენ უფრო მეტს ნახავთ“, – განაცხადა ენტონი ბლინკენმა ერთ-ერთი მონაწილის მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ.

მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ ევროპული გზა აირჩია და ხალხის არჩევანი მკაფიოა.

ასევე ბლინკენის თქმით, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს აქვთ როგორც გამოწვევები, ისე დიდი შესაძლებლობები, რომელთა რეალიზებაც შესაძლებელია.

რუსული კანონის დამტკიცების შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ ათობით პირს სავიზო შეზღუდვები დაუწესდათ სანქციის სახით.

publika

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...