Jump to content
Planeta.Ge

გახარია: ივანიშვილმა აშშ-ში მაღალი დონის შიკრიკი გაგზავნა, რათა გაიგოს, იქ რა ხდება


გიორგი გახარიას თქმით, ბიძინა ივანიშვილმა აშშ-ში „შიკრიკი გაგზავნა, რათა  იქნებ როგორმე გაიგოს მაინც, იქ [აშშ-ში] რა ხდება”.

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და პარტია „საქართველოსთვის” ლიდერმა თქვა, რომ ხელისუფლება „პოზებშია, თითქოს სხვისი აზრი არ აინტერესებთ, მაგრამ სინამდვილეში იმდენად შეშინებულები არიან, რომ შიკრიკს შიკრიკზე აგზავნიან, იქნებ, როგორმე გაიგონ მაინც, იქ რა ხდება”.

გახარია ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილს აშშ-ში „პერსონალურ შიკრიკად“ ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ძალოვანი ფიგურა ჰყავდა გაგზავნილი, თუმცა მისი ვინაობა არ დაუსახელებია.

„ერთმნიშვნელოვნად, ჩვენი ხელისუფლება რომ პოზებში დგას, რომ, აი, ჩვენ რაღაც, ჩვენი სუვერენიტეტი და სხვისი აზრი არ გვაინტერესებს, გულში მჯიღებს რომ ირტყამენ, სინამდვილეში, იმდენად შეშინებულები არიან, რომ შიკრიკს შიკრიკზე აგზავნიან, იქნებ, როგორმე გაიგონ მაინც, იქ რა ხდება. ბიძინა ივანიშვილს ჰყავს გაგზავნილი საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი წარმომადგენელი თავის პერსონალურ შიკრიკად. გაგზავნილი ჰყავს იქ და ჯობდა, რომ არ გაეგზავნა.

ახლაც მორიგი შიკრიკი, ფოსტალიონი ჰყავდათ გაგზავნილი, საკმაოდ მაღალი დონის და სხვა დროსაც გაიგებთ ამას რა დონისაა. ბიძინა ივანიშვილს ჰყავს გაგზავნილი საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი წარმომადგენელი თავის პერსონალურ შიკრიკად და სჯობდა, რომ არ გაეგზავნა. ეს კიდევ ერთი მაგალითია, რომ არ ესმის დღევანდელ ხელისუფლებას, როგორ ფუნქციონირებს ინსტიტუციური დემოკრატია”. – თქვა გიორგი გახარიამ.
publika

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...