გამოცემა La Stampa - გიორგი ქოჩორაშვილის შეძენით „ლაციო“ და „ტორინო“ დაინტერესდნენ #1TVSPORT
რომის „ლაციო“ გიორგი ქოჩორაშვილს აკვირდება და ქართველი ფეხბურთელით ნახევარდაცვის გაძლიერებას აპირებს, თუმცა საქართველოს ნაკრების წევრის გადაბირებით „ტორინოცაა“ დაინტერესებული, – ინფორმაციას იტალიური გამოცემა La Stampa ავრცელებს.
„რომის „ლაციო“ ამ მომენტისთვის ნახევარმცველის ძიებაშია. გუნდს 2024/2025 წლების სეზონში მარკო ბარონი გაწვრთნის. მიუხედავად იმისა, რომ გუნდის რიგებში ვეჩინო, გენდუზი, როველა და კატალდი ირიცხებიან, ახალი ფეხბურთელის დამატება მაინც განიხილება.
ჩვენი ცნობით, კლუბის ყურადღების ცენტრშია ნახევარმცველი, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე იღებდა მონაწილეობას. მისი სახელია გიორგი ქოჩორაშვილი. ამჟამად ის ლა ლიგა 2-ის ბინადარ „ლევანტეში“ ირიცხება.
თუმცა, ფეხბურთელის შეძენით ასევე დაინტერესებულია „ტორინო“. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები და გადაწყვეტს თუ არა „ლაციო“ ქოჩორაშვილის რომში ჩამოყვანას“, – წერს გამოცემა.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.