Jump to content
Planeta.Ge

გიორგი გახარია - იმდენად შეშინებულები არიან, ბიძინა ივანიშვილს ჰყავს გაგზავნილი საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი ძალოვანი წარმომადგენელი თავის პერსონალურ შიკრიკად ამერიკაში 


"ჩვენი ხელისუფლება რომ პოზებში დგას - ჩვენი სუვერენიტეტი და სხვისი აზრი არ  გვაინტერესებს,  გულში მჯიღებს რომ ირტყამენ, სინამდვილეში, იმდენად შეშინებულები არიან, რომ შიკრიკს შიკრიკზე აგზავნიან, იქნებ, როგორმე გაიგონ  იქ რა ხდება. ახლაც მორიგი შიკრიკი, ფოსტალიონი ჰყავდათ გაგზავნილი.  ბიძინა ივანიშვილს ჰყავს გაგზავნილი საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი ძალოვანი წარმომადგენელი თავის პერსონალურ შიკრიკად ამერიკაში   და ჯობდა არ გაეგზავნა. ეს კიდევ ერთი მაგალითია, როგორ არ ესმის დღევანდელ ხელისუფლებას  ინსტიტუციონალური დემოკრატიის ფუნქციონირება. მათ მართლა ჰგონიათ, რომ ტრამპი, დემოკრატები იქნებიან თუ რესპუბლიკელები, ეს გრძელვადიან და საშუალოვადიან ამერიკულ სტრატეგიაზე საქართველოსთან მიმართებაში, რაიმეს რადიკალურად შეცვლის. ასევე სწორად მიაჩნიათ, ერთ-ერთი ძალოვანი ფიგურის გაგზავნა შიკრიკად, ფოსტალიონად უცხო ქვეყანაში. ფოსტალიონების ასეთი გზავნა დაიწყება ახლა ხშირად. ამერიკაში ბოლოს 6 თვის წინ ვიყავი.  აბსოლუტურად გააზრებული აქვთ ის, რაც ხდება დღეს საქართველოში, რომ ქართველი ხალხი არის სრულად თავისი ცივილიზაციური ევროპული დასავლური არჩევანის ერთგული და ჩვენი დღევანდელი პოლიტიკური ელიტა, მხოლოდ პოლიტიკური ელიტა  (არა საჯარო სექტორი მთლიანად), არის გაურკვეველ ორიენტაციის, პრორუსი, პროჩინელი, ანტიდასავლური!ანტიდასავლური! ყველა კარგად ხედავს, რომ ქართველ ხალხს სჭირდება მხარდაჭერა - ქართველ ხალხს, მათი ცივილიზაციური არჩევანის დასაცავად სჭირდება მხარდაჭერა. ის, რასაც „ოცნება“ აქამდე წარმატებით ახერხებდა, რომ ევროპელებს  ელაპარაკებოდა, ამერიკელებს ლანძღავდა, ამერიკელებს ელაპარაკებოდა, ევროპელებს აბრალებდა ყველაფერს, ამას ვეღარ შეძლებენ იმიტომ, რომ ეს იქნება სრულად კონსოლიდირებული, ერთიანი მიდგომა და აქ ამ ტყუილებით და ორმაგი პოლიტიკით ფონს უკვე ვეღარ გავლენ. საბოლოო ჯამში, ბოლო ორ თვის განმავლობაში ისეთი შეცდომები დაუშვეს, რომ არავის უკვე ილუზიები აღარა აქვს იმასთან დაკავშირებით, რა ხდება საქართველოში. ყველა კარგად ხვდება, რომ ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, არის მიზანმიმართული პოლიტიკა დღევანდელი პოლიტიკური ელიტების - აქ მოაწყონ რაღაც რუხი ზონა და ამ რუხ ზონაში მარტივად აკეთონ ბიზნესი, ხან ჩინეთთან, ხან რუსეთთან, ხან ირანთან და უბრალოდ გამდიდრდნენ. ქვეყნის თითოეული საქართველოს მოქალაქეს ევროპული, ნორმალური, დემოკრატიული ცივილიზაციური არჩევანი კი საერთოდ არ აინტერესებთ."

გიორგი გახარია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე. 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...