გიორგი გახარია - თუ საქართველოს მოქალაქეები ჩათვლიან, რომ ეს არჩევნები არ იყო სამართლიანი და ამას დაემატება საერთაშორისო ლეგიტიმაციის პრობლემა, დამთავრებულია!
"მთელი საზოგადოება - ჩვენი სპორტსმენები, ფეხბურთელები, მოჭიდავეები, რაგბისტები, ვმოძრაობთ ევროპისკენ. ევროპისკენ მოძრაობას კი შეესაბამება დემოკრატიული, გამჭვირვალე, კონკურენტული, თანაბარ პირობებში ჩატარებული არჩევნები, სხვანაირად არ არსებობს ევროპული დემოკრატია. თუ საქართველოს ხელისუფლება გადაწყვეტს არჩევნებით მანიპულირებას და, შესაბამისად, არჩევნების გაყალბებას, რა თქმა უნდა, ეს იქნება სულ სხვა მიმართულებით მოძრაობა, რაც ძალიან დიდ ტურბულენტობებს გამოიწვევს.
დღევანდელი ხელისუფლება ყველაზე მეტად უნდა იყოს დაინტერესებული, რომ არჩევნების სათანადო მაღალი შეფასება ჰქონდეს. სხვანაირად მათ გაუჭირდებათ შემდეგი 4 წლის განმავლობაში ქვეყნის მართვა, რადგან ქვეყნის შიგნით ლეგიტიმაციის პრობლემა შეექმნებათ. თუ საქართველოს მოქალაქეები ჩათვლიან, რომ ეს არჩევნები არ იყო სამართლიანი და ამას დაემატება საერთაშორისო ლეგიტიმაციის პრობლემა, დამთავრებულია! ყველა გონიერი პოლიტიკოსისთვის, ხელისუფლების წარმომადგენლისთვის, ძლიერი სადამკვირვებლო მისია უნდა იყოს მთავარი გამოსავალი."
გიორგი გახარია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.