Jump to content
Planeta.Ge

გიორგი გახარია "ქართულ ოცნებაზე" - ზოგიერთს ცოტა მეტი აქვს მოპარული და კონსპირაციის ავადმყოფური იდეები აწუხებს - ეს მცირერიცხოვანი ჯგუფია, თორემ საქართველოს ხელისუფლება, საქართველოს საჯარო სექტორი, ბევრად უფრო ევროპულია, ვიდრე მოლდოვის ან უკრაინის


"როცა ასოცირებულ ტრიოში ვიყავით ლიდერები, ვიყავით სამაგალითოები ყველასთვის!  ეს ყველაფერი დაბრუნდება, ამას ვერ გააუქმებს ვერავინ თავისი კონსპირაციების თეორიით. ამხელა პოზიტივის მერე ვინმე გაბედავს და ამ ხალხს, ამ ერს პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე რაღაც ნეგატიურ სენტიმენტებს შეუქმნის?! ყველას უნდა,  პოზიტიური დღის წესრიგის ნაწილი  იყოს, ყველას უნდა, რომ გამარჯვების ნაწილი იყოს. ჩვენ ყველას, თითოეულ საქართველოს მოქალაქეს გვინდა, რომ დიდი გამარჯვებების ნაწილი ვიყოთ! არ გვინდა ვიყოთ ბოდვებში, ომის პარტიებზე და კონსპირაციების თეორიებზე, გაურკვეველ ილუზიებში, არამედ გვინდა ყოველდღიური წარმატებული რეალური ცხოვრება და არა ის, რომ გვაბრუნებენ წარსულში და გვეუბნებია, რომ იქ უკეთესი იყო...  ჩვენი ხელისუფლება  ათას რაღაც მარაზმს მოყვება. იტყვის, რომ ისინი ცუდები არიან, რაღაცას გვაძალებენ,  გვებრძვიან, თავად კი პატრიოტები არიან, ეროვნულ იდეალებს იცავენ. ბევრ რამეს მოიტყუებიან და ბოლოს იტყვიან, რომ ჩვენ მაინც მიგიყვანთ ევროკავშირში  2030-ში, ცოტა ახლოს კი არ მოწევენ, 2028-ში, ან 2027... ბოდავენ, მაგრამ ისე, რომ ქართველი ხალხის ნების უგულვებელყოფას საბოლოოდ ვერ ახერხებენ მაინც. რადგან, იციან, რომ  საქართველოს ცივილიზაციული არჩევანი არის ევროპა, იტყუებიან, მაგრამ მაინც ევროპით ატყუებენ ადამიანებს. მე ვფიქრობ, რომ არც მთლად ისე წყალწაღებულები არიან. ზოგიერთს ცოტა მეტი აქვს მოპარული და კონსპირაციის ავადმყოფური იდეები აწუხებს - ეს მცირერიცხოვანი ჯგუფია, თორემ საქართველოს ხელისუფლება, საქართველოს საჯარო სექტორი, ბევრად უფრო ევროპულია, ვიდრე მოლდოვის ან უკრაინის, დამიჯერეთ, ასეა."

გიორგი გახარია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე. 

 

 

 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...