Jump to content
Planeta.Ge

ვინ არიან საქართველოსა და ესპანეთის ეროვნული ნაკრებების ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელები - Top-5


დღეს 30 ივნისს, ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრები ესპანეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

შეგახსენებთ, ევროპის ჩემპიონატზე 26 ივნისს, ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩში, საქართველომ პორტუგალიის ნაკრები 2:0 დაამარცხა. ამ შედეგით საქართველოს ნაკრებმა 4 ქულა მოიპოვა და ევროპის ჩემპიონატზე მერვედფინალში გავიდა. მატჩის პირველი გოლი შეხვედრის დაწყებიდან მეორე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა, ხოლო მეორე გოლი, მეორე ტაიმში პენალტით გიორგი მიქაუტაძემ.

სწორედ ამ თამაშმა გადაწყვიტა საქართველოს შემდეგ ეტაპზე გადასვლა. დღეს კი საქართველოს ეროვნული ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდება.

 

საინტერესოა, როგორია საქართველოსა და ესპანეთის ეროვნული ნაკრებების ღირებულება. ასევე რომელია როგორც ქართული, ასევე ესპანური გუნდების ყველაზე ძვირადღირებული 5-5 ფეხბურთელი.

სამენეჯერო სააგენტო Transfermarkt-ის მიხედვით, ამ დროისთვის საქართველოს ნაკრების ღირებულება 161.05 მლნ ევროს შეადგენს, ესპანეთის ნაკრების ფასი კი 965.5 მლნ ევროა.

საქართველოს ნაკრები:

  • ხვიჩა კვარაცხელია – 80 მლნ ევრო
  • გიორგი მამარდაშვილი – 35 მლნ ევრო
  • გიორგი მიქაუტაძე – 15 მლნ ევრო
  • ოთარ კიტეიშვილი – 5 მლნ ევრო
  • საბა ლობჟანიძე – 3 მლნ ევრო

 

ესპანეთის ნაკრები:

  • როდრი – 120 მლნ ევრო
  • ლამინ იამალი – 90 მლნ ევრო
  • პედრი – 80 მლნ ევრო
  • ნიკო ვილიამსი – 60 მლნ ევრო
  • დანი ოლმო – 50 მლნ ევრო

    bpn.ge

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...