დმიტრო კულება - მიზანი მხოლოდ ომის დასრულება არ არის, არამედ ისეთი რეალობის შექმნა, რომელშიც ახალი ომი შეუძლებელი იქნება
მიზანი მხოლოდ ომის დასრულება არ არის, არამედ ისეთი რეალობის შექმნა, რომელშიც ახალი ომი შეუძლებელი იქნება, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ხორვატიაში, დუბროვნიკის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„მიზანი მხოლოდ ომის დასრულება არ არის, არამედ ისეთი რეალობის შექმნა, რომელშიც მშვიდობა სამართლიანი და ხანგრძლივი იქნება, ხოლო ახალი ომი შეუძლებელი. გამარჯვება ეს იქნება“, - განაცხადა დმიტრო კულებამ.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობისკენ მიმავალი გზა ადვილი არ არის, მაგრამ მას ალტერნატივა არ აქვს.
„არსებობს რაღაცები, რომლებიც ყველას გვაერთიანებს და განსხვავებებს შლის. ეს მშვიდად ცხოვრებისა და განვითარების სურვილია. უკრაინისთვის ეს მშვიდობასა და აღდგენას ნიშნავს, რაც, რა თქმა უნდა, განვითარების წინაპირობაა“, - აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.