ზახაროვა: მხარს დავუჭერთ ნებისმიერ წამოწყებას რუსულ-ქართული ნორმალიზებისთვის
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, მარია ზახაროვა ამბობს, რომ რუსეთი მხარს დაუჭერს ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც თბილისსა და მოსკოვს შორის ურთიერთობის ნორმალიზებას უკავშირდება.
26 ივნისის ბრიფინგზე მარია ზახაროვამ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, რომელიც პრორუსული პარტია „სოლიდარობა მშვიდობისთვის” ინიციატივას ეხებოდა – რამდენიმე დღის წინ პარტიის ლიდერმა, სერგეი გავრილოვთან დაახლოებულმა ბიზნესმენმა, მამუკა ფიფიამ ბრიფინგი ჩაატარა და ვლადიმირ პუტინს მიმართა, სრულად გააუქმოს საქართველოსთან სავიზო რეჟიმი და აღადგინოს ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობები.
“შეგახსენებთ, რომ საქართველოსთან ურთიერთობის გაწყვეტის ინიციატორი რუსეთი არ ყოფილა. ეს იყო სააკაშვილის რეჟიმის ინიციატივა. მას შემდეგ ორმხრივი ურთიერთობების აღდგენა ექვემდებარებოდა დათქმებს, რომლებიც ეწინააღმდეგებოდა რეგიონში არსებულ ვითარებას.
ჯერ კიდევ 2012 წელს საქართველოს ხელისუფლება გამოვიდა ორმხრივ ურთიერთობათა ნორმალიზაციის პროცესის დაწყების ინიციატივით. მაშინ რუსეთმა ამ შეთავაზებას მხარი მყისიერად დაუჭირა. შესაბამისად, კვლავ მიგვაჩნია, რომ ეს შეესაბამება ორივე ერის ინტერესებს, რომლებიც დაკავშირებული არიან საერთო ისტორიით, კულტურითა და ახლო ეკონომიკური კავშირებით.
ამიტომაც, მხარს ვუჭერთ ნებისმიერ წამოწყებას, რომელიც მიემართება რუსულ-ქართული ნორმალიზებას. ამ კონტექსტში მივესალმებით თქვენ მიერ ხსენებულ ინიციატივას. მზად ვართ ამ მიმართულებით წინსვლისთვის”. – თქვა მარია ზახაროვამ.
11 ივნისს ტელეკომპანია „მთავარმა არხმა” გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, საქართველოს მმართველი პარტია მუშაობს მოსკოვთან რუსეთში საელჩოს გახსნასთან დაკავშირებით. 12 ივნისს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ეს ინფორმაცია უარყო და მას “ჭორი” უწოდა.
პუბლიკა
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.