მარკ რუტე ნატო-ს გენერალურ მდივნად ოფიციალურად აირჩიეს
მარკ რუტე ნატო-ს გენერალურ მდივნად ოფიციალურად აირჩიეს, - ამის შესახებ განცხადებას ალიანსის პრესსამსახური ავრცელებს.
„ოთხშაბათს, 26 ივნისს, ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ გადაწყვიტა ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი, მარკ რუტე ნატო-ს მომავალ გენერალურ მდივნად დანიშნოს, რომელიც იენს სტოლტენბერს შეცვლის. რუტე გენერალური მდივნის მოვალეობის შესრულებას 2024 წლის 1-ელი ოქტომბრიდან შეუდგება, როდესაც ალიანსის სათავეში სტოლტენბერგის ათწლიანი ვადა ამოიწურება“, - ნათქვამია განცხადებაში.
იენს სტოლტენბერგმა მარკ რუტეს წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ ნატო-ს საიმედო ხელში ტოვებს.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.