Jump to content
Planeta.Ge

ვენეციის კომისიის მიერ გამოთქმული კრიტიკა გენდერული კვოტირების გაუქმებასთან დაკავშირებით მოსალოდნელი იყო - ტატა ხვედელიანი


ვენეციის კომისიის მიერ გამოთქმული კრიტიკა საქართველოში გენდერული კვოტირების გაუქმებასთან დაკავშირებით მოსალოდნელი იყო, - ასე გამოეხმაურა CNews-თან საუბრისას პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრი და ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარე,  ტატა ხვედელიანი ვენეციის კომისიის მიერ გამოქვეყნებულ კრიტიკულ დასკვნას, რომელიც გენდერული კვოტირების გაუქმების საკითხს და ცესკოს დაკომპლექტების საკითხს შეეხებოდა.

მისი თქმით, გენდერული კვოტირება იყო ძალიან მნიშვნელოვანი და წინგადადგმული ნაბიჯი, რომელიც ხელს უწყობდა პოლიტიკასა და საკანონმდებლო ორგანოში ქალების წარმომადგენლობის გაზრდას.

„ქალთა წარმომადგენლობის გაზრდის მიმართულებით გენდერული კვოტები იყო ჩვენი ქვეყნის მიერ უდიდესი წინ გადადგმული ნაბიჯი, დროებითი ინსტრუმენტი, რომელიც ხელს უწყობდა პოლიტიკასა და საკანონმდებლო ორგანოში ქალების წარმომადგენლობის გაზრდას. ქმნიდა  გენდერულად თანასწორ გარემოს, ხაზს უსვამდა მამაკაცთა და ქალთა თანაბარი მონაწილეობის პრინციპს საზოგადოებრივ ცხოვრებაში, როგორც ეს არის გათვალისწინებული საერთაშორისო შეთანხმებებით, მათ შორის - კონვენციით ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ (CEDAW).

ყველა კვლევით საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი ქალია, ამომრჩეველთა რაოდენობის უმეტესობასაც ქალები წარმოადგენენ, ჩვენ გვაქვს უფლება გვყავდეს საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებაში შესაბამისი პროპორციულობით ქალები.

ქალთა ორგანიზაცია “საქართველოსთვის” არ ვეთანხმებოდით გადაწყვეტილებას და მითუმეტეს იმ ფონზე, როცა ევროკავშირის ერთ-ერთ რეკომენდაციას წარმოადგენს გენდერული თანასწორობის გაძლიერების მიმართულებით ძალისხმევის გაზრდა.

ასევე ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს კვოტირების გაუქმებასთან ერთად ფინანსური წახალისების გაუქმება, რომელიც პოლიტიკურ პარტიას ჰქონდა კვოტირების პრინციპის გათვალისწინებისათვის. ქალებს შეგვეძლო პარტიებში ჩვენივე საშუალებით მოტანილი 30% -იანი დაფინანსება მოხმარებოდა ქალთა გაძლიერებას, ეს მუხლიც გაუქმებულ იქნა, რაც ჩვენთვის უდიდეს წინაღობას წარმოადგენს“, - განუცხადა CNews-ს ხვედელიანმა.

 

გიგა გელხვიიძე, CNews

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...