კახეთში ძლიერი ქარიშხლის გამო ალავერდის ტაძრის გუმბათი დაზიანდა
კახეთში ძლიერი ქარიშხლის გამო დაზიანდა ალავერდის ტაძრის გუმბათი. სოციალურ ქსელში ვრცელდება დაზიანებული ინფრასტრუქტურის ვიდეოები და ფოტოები. ინფორმაციას ადასტურებს სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია კახეთის მხარეში.
„ჰაერის მაღალი ტემპერატურის ფონზე ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ალავერდში ადგილი ჰქონდა შიდა-მასიურ ლოკალურ პროცესს, რაც გამოიხატა ტერიტორიაზე ქარის ხანმოკლე გაძლიერებით, შედეგად დაზიანდა ალავერდის, როგორც შიდა, ასევე გარე სამონასტრო ინფრასტრუქტურის ნაწილი”, – აღნიშნულია განცხადებაში.
„პუბლიკა” დამატებითი დეტალებისთვის დაკავშირებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ცდილობს.
publika
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.