Jump to content
Planeta.Ge

ვენეციის კომისიის რეკომენდაციაა, ხელისუფლებამ არ გააგრძელონ ჰომობოფიური კანონის მიღება


ვენეციის კომისია მმართველი პარტიის მიერ ინიციირებულ ძალადობრივ, ჰომოფობიურ და ცენზურის დამწესებელ კანონპროექტს აფასებს და რეკომენდაციას გასცემს, ხელისუფლებამ არ გააგრძელოს მისი მიღება.

საქმე ეხება კანონს, რომელსაც „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ” ჰქვია და გულისხმობს თანმდევ ცვლილებას კიდევ 18 კანონში. საკანონმდებლო პაკეტი ითავლისწინებს როგორც „ერთნაირსქესიანთა ქორწინების აკრძალვას“, ისე მაუწყებლებისა და ხელოვნების ცენზურასა და შეკრების თავისუფლების შეზღუდვას.

ვენეციის კომისია წუხს, რომ საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს კონსტიტუციის შევსებას და ეხება ძალიან სენსიტიურ საკითხებს, ინიციირებულია პერიოდში, რომელიც გამოირჩევა ძლიერი და გრძელვადიანი მრავალრიცხოვანი პროტესტებით და ძლიერი პოლიტიკური და სოციალური დაძაბულობებით, მით უფრო, იმ პირობებში, როდესაც ეს არჩევნებამდე სულ რამდენიმე თვით ადრე ხდება და უგულებელყოფს რამდენიმე საერთაშორისო დამკვირვებლის მიერ წამოყენებულ შეშფოთებებს.

ვენეციის კომისია, ახალი შესწორებების მიღებამდე, იძლევა ეროვნულ სისტემაზე გავლენის დეტალური და კარგად დასაბუთებული ანალიზის ჩატარების რეკომენდაციას, რომელშიც ჩართული იქნება საზოგადოების ყველა სეგმენტი, განსაკუთრებით, სექსუალური და გენდერული უმცირესობების წარმომადგენლები, ისევე, როგორც შესაბამისი სექტორების ექსპერტები და პროფესიონალები (სამართალი, ჯანდაცვა, განათლება, სოციალური ზრუნვა, ა.შ.).

ვენეციის კომისია აღნიშნავს, რომ მსგავსი ანალიზი საჯარო უნდა იყოს და ისეთ პერიოდში ჩატარდეს, რომელიც შესაბამისი იქნება გულწრფელი და მიუკერძოებელი კონსულტაციისთვის, რაც არსებული საკითხების გულწრფელი და მიუკერძოებელი შეფასების საშუალებას შექმნის.

რაც შეეხება საკონსტიტუციო კანონპროექტის სამართლებრივ შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლისა და ვენეციის კომისიის წინა მოსაზრებების გათვალისწინებით, კომისია მიიჩნევს, რომ საფრთხის შემცველი დებულებები შეუძლებელია, შეესაბამებოდეს ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს.

ასეთი ტექსტის მიღების ინიციატივაც კი საქართველოში LGBTI ადამიანების წინააღმდეგ მტრული და სტიგმატიზებული გარემოს (კიდევ უფრო) გამწვავების რისკს აჩენს.

შესაბამისად, ვენეციის კომისია საქართველოს ოფიციალურ პირებს რეკომენდაციას აძლევს, მთლიანად გადახედონ საკანონმდებლო ინიციატივას და არ გააგრძელონ მისი მიღება.

თუმცა, თუ ამ საკონსტიტუციო ცვლილების მიღება მაინც მოხდება, ვენეციის კომისია რეკომენდაციას გასცემს, შევიდეს შემდეგი მოდიფიკაციები:

სიტყვა „ჰეტეროსექსუალი” შეიცვალოს ტემინით: „მარტოხელა” ან „ფიზიკური პირი”

წაშალოს ფრაზა „გენეტიკური მონაცემების შესაბამისად” და ჩამოყალიბდეს საკმარისად დეტალური და ზუსტი კანონი, რომელიც უზრუნველყოფს ტრანსგენდერი ადამიანების რეგისტრირებული სქესის მარკერის შეცვლის სწრაფ, გამჭვირვალე და ხელმისაწვდომ პროცედურებს.

ვენეციის კომისია ასევე მიუთითებს კანონპროეტის მუხლებზე, რომლებიც უნდა შეიცვალოს ისე, რომ შეესაბამებოდეს ანტიდისკრიმკნაციულ სტანდარტებს.

წაიშალოს ზოგიერთი მუხლი, ხოლო ინცესტის რეგულირება მოხდეს დამოუკიდებლად, სისხლის სამართლის კოდექსით.

publika

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...