Jump to content
Planeta.Ge

რუსეთი 80-ზე მეტ უცხოურ მედია საშუალებას მაუწყებლობას უზღუდავს


რუსეთი ქვეყნის ტერიტორიაზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების რამდენიმე მედიასაშუალების სამაუწყებლო რესურსებზე წვდომას ზღუდავს, - ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ეს არის საპასუხო ზომა სამი რუსული მედია საშუალების („რია ნოვოსტის“, „იზვესტიასა“ და „როსიისკაია გაზეტას“) „ნებისმიერი სამაუწყებლო საქმიანობის“ აკრძალვის შესახებ ევროკავშირის საბჭოს მიერ 17 მაისს მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომელიც დღეიდან შედის ძალაში.

რუსეთის საგარეო უწყების განმარტებით, რუსულმა მხარემ არაერთხელ და სხვადასხვა დონეზე განაცხადა, რომ ჟურნალისტების პოლიტიკურად მოტივირებული შევიწროება და ევროკავშირის სივრცეში რუსული მედიის უსაფუძვლო აკრძალვა რეაგირების გარეშე არ დარჩებოდა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მედია საშუალებების სია, რომლებთან დაკავშირებითაც შემზღუდველი ზომები მიიღეს, მოიცავს გამოცემებს ევროკავშირის 20-ზე მეტი ქვეყნიდან, მათ შორის ავსტრიის სახელმწიფო ტელე -რადიო კომპანია ORF-ს, უნგრულ ინტერნეტპორტალ 444-ს, გერმანულ გაზეთებს : Der Spiegel-ს, Die Zeit-სა და Frankfurter Allgemeine Zeitung-ს, ესპანური გამოცემებს : El Mundo-ს, El Pais-ს, სააგენტო EFE-ს, იტალიურ გაზეთებს : La Stampa-სა, La Repubblica-ს, ტელეკომპანია RAI-ს, ფრანგულ გაზეთებს : Le Monde-სა და La Croix-ს, საინფორმაციო სააგენტო „ფრანს-პრესს“, რადიო კომპანია Radio France-ს, ასევე გამოცემებს: Politico-ს, Euobserver-ს და სხვას.

ipn

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...