Jump to content
Planeta.Ge

ლაიენი: ვულოცავ მოლდოვას და უკრაინას, გზა იქნება შესაძლებლობებით სავსე


ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი მოლდოვასა და უკრაინას გაწევრების მოლაპარაკებების დაწყებას ულოცავს. ამის შესახებ ის პლატფორმა X-ზე წერს და აღნიშნავს, რომ გზა შესაძლებლობებით სავსე იქნება.

„ვულოცავ მოლდოვას და უკრაინას გაწევრების მოლაპარაკებების გახსნას. ეს ძალიან კარგი სიახლეა უკრაინის, მოლდოვისა და სრულიად ევროკავშირის მოქალაქეებისთვის. გზა იქნება გამოწვევებით, მაგრამ ამავე დროს შესაძლებლობებით სავსე. გისურვებთ მოლაპარაკებების წარმატებით დაწყებას”, – წერს ლაიენი.

ევროკავშირის ელჩები უკრაინისა და მოლდოვის EU-ში გაწევრების მოლაპარაკებების ჩარჩოზე შეთანხმდნენ. შემდეგი ეტაპი, რაც სამთავრობათშორისო კონფერენციას მოიცავს, დღეს 25 ივნისს დაიწყება.

7 ივნისს ევროკომისიამ რეკომენდაცია გასცა, ევროკავშირმა დაიწყოს გაწევრების მოლაპარაკებები მანამ, სანამ როტაციით უნგრეთი დაიკავებს ევროკავშირის ხელმძღვანელის პოსტს.

ბრიუსელის რეკომენდაციის შესრულებას გაწევრების მოლაპარაკებების დაწყებაზე ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ხელისუფლების ერთსულოვანი თანხმობა სჭირდება.

პუბლიკა

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...