ომბუდსმენი: 2024 წელს სამართალდამცველები უფრო მეტად იყენებდნენ ფიზიკურ ძალას დაკავებულების წინააღმდეგ
„2024 წელს 2023 წლისგან განსხვავებით, ჩემს მიერ მონახულებულ ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირების უმრავლესობას ფიზიკური დაზიანებები აღენიშნებოდა, რაც მოწმობს იმას, რომ 2024 წელს სამართალდამცველები უფრო მეტად იყენებდნენ ფიზიკურ ძალას დაკავებულების წინააღმდეგ, ვიდრე ეს გასულ წელს ხდებოდა“ – ამის შესახებ სახალხო დამცველმა პარლამენტში 2023 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
ომბუდსმენის ანგარიშის მიხედვით, 2023 წელსაც გამოიყენეს „არაპროპორციული და ზოგ შემთხვევაში, არალეგიტიმური ღონისძიებები“ აქციების მონაწილეების წინააღმდეგ, 2024 წელს კი სამართალდამცველები უფრო მეტად იყენებდნენ ფიზიკურ ძალას.
ომბუდსმენი ასევე საუბრობს ადმინისტრაციული კოდექსის განახლების აუცილებლობაზე.
„საგულისხმოა, რომ შეკრებისა და აქციების დროს მონაწილეთა დაკავება დღევანდელ კონსტიტუციური წესისგან შეუთავსებელ 1984 წელს მიღებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის საფუძველზე მიმდინარეობს. სახალხო დამცველი წლებია საუბრობს ახალი კოდექსის შემუშავების აუცილებლობაზე, რათა საბჭოთა პერიოდის კოდექსი ადამიანის უფლებების ძირითად თავისუფლებებთან თავსებადობის მინიმალურ სტანდარტსაც ვერ აკმაყოფილებს“,- განაცხადა იოსელიანმა.
პუბლიკა
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.