ო'ბრაიენი: აშშ-მა გადაწყვიტა, საქართველო მიიწვიოს NATO-ს პარტნიორობის მომავალ ღონისძიებებში
შეერთებულმა შტატებმა გადაწყვიტა, საქართველო მიიწვიოს NATO-ს პარტნიორობის მომავალ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯიმ ო ‘ბრაიენმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოსთან ერთად ყველა პარტნიორი იქნება მიწვეული ღონისძიებაზე.
ო’ბრაიენი ამბობს, რომ პარტნიორებს „ქართული ოცნების” მაღალჩინოსნების გადაწყვეტილებები აწუხებთ.
„ჩვენ ძალიან გვაწუხებს „ქართული ოცნების“ ლიდერების ძალიან მცირე ნაწილის გადაწყვეტილებები და რიტორიკა”, – ამბობს ის.
ო’ბრაიენმა აღნიშნა ისიც, რომ საქართველოს მოსახლეობის 80%-ზე მეტს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაცია სურს, ხელისუფლებაც ამ გზავნილებს აჟღერებს, თუმცა ქუჩებში ძალადობა ოპოზიციონერ დეპუტატებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებზე და რუსული კანონის მიღება, შეუთავსებელია ამ მისწრაფებებთან.
მისივე თქმით, როგორც აშშ-ის, ისე ევროპის ქვეყნების მაღალჩინოსნები საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან საუბარს აგრძელებენ.
მასალა განახლდება
პუბლიკა
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.