Jump to content
Planeta.Ge

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-14 პაკეტი დაამტკიცა


ევროკავშირის საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-14 პაკეტი დაამტკიცა. ახალი სანქციების სამიზნეს წარმოადგენს რუსეთის ეკონომიკის მნიშვნელოვანი სექტორები, როგორებიცაა ენერგეტიკა, ფინანსები და ვაჭრობა და ის ართულებს ევროკავშირის შეზღუდვების გვერდის ავლას.

სანქციები ითვალისწინებს ევროკავშირში რუსული თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) გადაზიდვის მომსახურების აკრძალვას მესამე ქვეყნებში გადატანის მიზნით, თხევადი ბუნებრივი აირის მშენებარე პროექტების დასასრულებლად ახალი ინვესტიციების აკრძალვას, ფინანსური შეტყობინებების სისტემის (SPFS) გამოყენების აკრძალვას, რუსეთის ომში მონაწილე გემების მომსახურების გაწევისა და პორტებზე წვდომის აკრძალვას, ევროკავშირში ფრენების უფრო ფართო აკრძალვას, შემდგომი იმპორტისა და ექსპორტის კონტროლს და შეზღუდვებს.

გარდა ამისა, ახალი შემზღუდველი ზომების თანახმად, პოლიტიკურ პარტიებსა და ფონდებს, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებს რუსეთიდან დაფინანსების მიღების უფლება აღარ ექნებათ.

სანქციების ახალი პაკეტი ასევე მოიცავს 116 იურიდიულ და ფიზიკურ პირს, რომლებიც უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის ძირის გამოთხრელი ან საფრთხის შემქნელი საქმიანობისთვის დასანქცირდნენ. სანქციები ითვალისწინებს აღნიშნული ფიზიკური პირებისა და ორგანიზაციების აქტივების გაყინვას, ფიზიკური პირების შემთხვევაში კი - ასევე მოგზაურობის აკრძალვას.
იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...