Jump to content
Planeta.Ge

ვის უნდა ვუგულშემატკივროთ ჯგუფიდან საქართველოს გასასვლელად?


საქართველოს ეროვნული ნაკრებმა მისთვის სადებიუტო ევროპის ჩემპიონატის პირველ 2 მატჩში 1 ქულა დააგროვა და ამ მომენტისთვის F ჯგუფში ბოლო, მეოთხე პოზიციას იკავებს, თუმცა, ამის მიუხედავად, მერვედფინალში გასვლის შანსს ჯერ კიდევ ინარჩუნებს.

ბოლო ტურში, 26 ივნისს ჩვენი გუნდის მეტოქე პორტუგალიის ნაკრები იქნება, რომელმაც ჩეხეთსაც მოუგო და თურქეთსაც და პირველი ადგილი გარანტირებული აქვს.

დასაწყისში აღვნიშნოთ, რომ 6 ჯგუფში 1-2 ადგილებზე გასული 12 ნაკრების გარდა, მერვედფინალის საგზურს 6-დან 4 საუკეთესო მესამეადგილოსანიც მიიღებს, იმისთვის, რომ საუკეთესო მესამეადგილოსნებს შორის მოვხვდეთ, სხვა ნაკრებების შედეგებზეც ვართ დამოკიდებული.

განვიხილოთ ორი სცენარი, რა შემთხვევაში შეიძლება გავიდეს საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში.

გამარჯვება პორტუგალიასთან

იმ შემთხვევაში, თუ საქართველო ნაკლები მოტავაციის მქონე პორტუგალიის დამარცხებას მოახერხებს, 4 ქულას მოაგროვებს.

ქულათა ეს რაოდენობა, შესაძლოა, საკმარისი იყოს როგორც მერვედფინალში გამსვლელი მეორე, ასევე მესამე ადგილისთვისაც. ის, თუ რომელ ადგილზე გავა საქართველოს ნაკრები პორტუგალიასთან გამარჯვების შემთხვევაში, დამოკიდებული იქნება პარალელურად, ჩეხეთისა და თურქეთის მატჩის შედეგსა და გატანილი/გაშვებული ბურთების სხვაობაზე.

იმისთვის, რომ გამარჯვების შემთხვევაში, მეორე ადგილზე დავასრულოთ ჯგუფური ეტაპი, ჩეხეთმა აუცილებლად უნდა მოუგოს თურქეთს, თუმცა, პარალელურად, საქართველომ პორტუგალია უფრო დიდი სხვაობით უნდა დაამარცხოს და ჰქონდეს გატანილი/გაშვებული გოლების უკეთესი ბალანსი, ვიდრე ჩეხეთს, ან ერთნაირი ბალანსის შემთხვევაში, უფრო მეტი გატანილი, ვიდრე მათ.

თუმცა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ 4 ქულით მეორე ადგილს ვერ დავიკავებთ, აუცილებლად მოვხვდებით საუკეთესო მესამეადგილოსნებს შორის (არსებობს უმცირესი თეორიული შანსი, რომლის განხილვისგანაც თავს არ შეგაწყენთ).

ფრე პორტუგალიასთან

თუ კი პორტუგალიასთან გამარჯვებით უდიდესი ალბათობით (მეორე ან მესამე ადგილით) გავდივართ ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში, ფრეს შემთხვევაში, სხვა რამდენიმე მატჩის შედეგზე ვართ დამოკიდებულები.

საქართველოს ნაკრებმა, 6-დან მინიმუმ 2 მესამეადგილოსანზე უკეთესი შედეგი უნდა დააფიქსიროს. მას შემდეგ, რაც გუშინ, 23 ივნისს A ჯგუფის შეხვედრაში უნგრეთმა შოტლანდიის დამარცხება მოახერხა და 3 ქულა მოაგროვა, ამ ჯგუფის მესამეადგილოსან უნგრეთს პორტუგალიასთან ფრეთი ვერ ვაჯობებთ, რადგან ამ შემთხვევაში სულ 2 ქულა გვექნება.

ფრეს შემთხვევაში ვერ ვაჯობებთ, ვერც D და E ჯგუფის მესამეადგილოსნებს, რადგან ორივე ჯგუფში მინიმუმ 3 გუნდს უკვე აქვს 3 ქულა დაგროვებული.

გვრჩება 2 – B  და C ჯგუფები, რომელთა მესამეადგილოსნებსაც უნდა ვაჯობოთ:

B ჯგუფის ბოლო ტურში ერთმანეთს ესპანეთი-ალბანეთი და იტალია-ხორვატია ხვდებიან.

იმისთვის, რომ 2 ქულით შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი გვქონდეს:
ესპანეთმა აუცილებლად უნდა დაამარცხოს ალბანეთი, ხორვატიამ კი ვერ უნდა დაამარცხოს იტალია.

უფრო რთულადაა საქმე C ჯგუფში, სადაც ინგლისის სლოვენიასთან მინიმუმ 3-ბურთიანი სხვაობით გამარჯვებას უნდა ვუგულშემატკივროთ, ასევე, დანიის გამარჯვებას სერბეთთან, ჩვენთვის მისაღები იქნება, თუ პირიქით სერბეთი დაამარცხებს დანიას, ოღონდ მინიმუმ 3-ბურთიანი სხვაობით.

თუმცა, ესეც არ იქნება საკმარისი საქართველოს ნაკრების შემდეგ ეტაპზე გასვლისთვის, თუ თურქეთი ჩეხეთის დამარცხებას ვერ მოახერხებს.

საქართველო-პორტუგალია და ჩეხეთი-თურქეთი ერთმანეთის პარალელურად, 26 ივნისს, 23:00 საათზე დაიწყება და იმ მომენტისთვის უკვე ცნობილი იქნება სხვა ჯგუფების შედეგები და ისიც, საკმარისი იქნება თუ არა პორტუგალიასთან ფრე შემდეგ ეტაპზე გასასვლელად.

publika

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...