ბორელი: თუ საქართველოს მთავრობამ ასე გააგრძელა, ევროკავშირის კარი დაიხურება
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ დღეს, 24 ივნისს, ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა ქვეყნების საბჭოს სხდომაზე მათ შორის საქართველოში არსებულ ვითარებაზე იმსჯელებენ.
საქმე ეხება რუსულ კანონს და იმ უარყოფით შედეგებს, რომლებიც მას მოჰყვა.
„ჩვენ ვაპირებთ, ვიმსჯელოთ საქართველოში არსებულ ვითარებაზე და ერთი რამ ცხადია: საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კარი ღიაა. მაგრამ თუ მთავრობა იმავე გზას გააგრძელებს, იმის კეთებას გააგრძელებს, რასაც აკეთებს, ეს კარი დაიხურება და ქართველი ხალხი გადაიხდის შედეგებს იმით, რომ ევროპული პერსპექტივა შემცირდება და გაუქმდება კიდეც. ჩვენ სერიოზულ საკითხებზე ვსაუბრობთ. თუ ყველაფერი ასე გაგრძელდა, ევროკავშირის კარი არ იქნება ღია”, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა შეხვედრის დაწყების წინ.
მისივე თქმით, დღეს საგარეო საქმეთა მინისტრებს წარუდგენს გეგმას, სადაც განმარტებულია, რა შეიძლება გაკეთდეს მოკლე და საშუალოვადიან პერსპექტივაში, რათა „საქართველოში არ გაგრძელდეს ის, რაც ხდება”.
„რადიო თავისუფლების” პრაჟის ბიუროს რედაქტორის, რიკარდ იოზვიაკის ინფორმაციით, ხანმოკლე შეზღუდვები მოიცავს დაფინანსების შეწყვეტას, ხოლო სიტუაციის მნიშვნელოვნად გაუარესების შემთხვევაში, განიხილება ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაც.
კერძოდ, იოზვიაკის ინფორმაციით, სავარაუდო ვარიანტები ასეთია:
- მოკლევადიანი ზომები: დაფინანსების დროებით შეჩერება, მაღალი დონის შეხვედრების შეჩერება;
- სიტუაციის გაუარესების შემთხვევაში: ინდივიდუალური სანქციები, ვიზები დიპლომატიური პასპორტებისთვის, სამხედრო/ჰუმანიტარული დახმარების შეწყვეტა;
-
სიტუაციის მნიშვნელოვანი გაუარესების შემთხვევაში: ვიზალიბერალიზაციის შეჩერება, ევროკავშირში ინტეგრაციის შეჩერება.
publika
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.