რა თანხა შევიდა ბიუჯეტში მოსახლეობის გადასახადებიდან
მიმდინარე წლის 5 თვეში სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადებიდან ჯამში 9.559 მლრდ ლარი შევიდა, საიდანაც 31.2% მოქალაქეების მიერ გადახდილ გადასახადებზე მოდის.
ფინანსთა სამინისტროს საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე), მიხედვით, 2024 წლის იანვარ-მაისში ფიზიკური პირების გადასახადებიდან სახელმწიფო ხაზინაში 2.982 მლრდ ლარი შევიდა, 2023 წლის იგივე პერიოდში 2.529 მლრდ ლარი.
ამასთან, წელს საანგარიშო პერიოდში 2.982 მლრდ ლარი საშემოსავლო გადასახადზე მოდის, 34.032 მლნ ლარი მეწარმე ფიზიკურ პირთა საქმიანობით მიღებული შემოსავლების გადახადაზე, 84.551 მლნ ლარი ფიზიკური პირის მიერ მიღებული დივიდენდებიდან და ა.შ.
ცნობისთვის, წელს იანვარ-მაისში სახელმწიფო ხაზინაში ჯამში 14.360 მლრდ ლარი შევიდა.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.