Jump to content
Planeta.Ge

სომხეთმა პალესტინის სახელმწიფო აღიარა


სომხეთმა პალესტინის სახელმწიფო აღიარა. ამის შესახებ ნათქვამია სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

განცხადების მიხედვით, ერევანი უერთდება ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გაეროს რეზოლუციებს და მოწოდებულია ახლო აღმოსავლეთში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებისკენ.

„კატასტროფული ჰუმანიტარული ვითარება ღაზაში და მიმდინარე სამხედრო კონფლიქტი არის საერთაშორისო პოლიტიკური დღის წესრიგის ერთ-ერთი უპირველესი საკითხი, რომელიც მოითხოვს მოგვარებას. სომხეთის რესპუბლიკა კატეგორიულად უარყოფს სამოქალაქო ინფრასტრუქტურისთვის დამიზნებას, ძალადობას მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ და მშვიდობიანი მოსახლეობის მძევლად აყვანას შეიარაღებული კონფლიქტის დროს და უერთდება საერთაშორისო საზოგადოების მოთხოვნებს მათი უპირობო გათავისუფლების შესახებ.

სომხეთის რესპუბლიკა შეუერთდა გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციებს ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის შესახებ.

გარდა ამისა, სომხეთის რესპუბლიკა გულწრფელად არის მოწოდებული ახლო აღმოსავლეთში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებისა და ებრაელ და პალესტინელ ხალხებს შორის ხანგრძლივი შერიგებისკენ.

სხვადასხვა საერთაშორისო პლატფორმაზე ჩვენი პოზიცია მუდმივად იყო პალესტინის საკითხის მშვიდობიანი და ყოვლისმომცველი მოგვარების მომხრე და ჩვენ მხარს ვუჭერთ ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის „ორი სახელმწიფოს“ გზით გადაწყვეტას. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ეს არის ერთადერთი გზა იმის უზრუნველსაყოფად, რომ როგორც პალესტინელებმა, ასევე ისრაელმა შეძლონ თავიანთი ლეგიტიმური მისწრაფებების შესრულება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და ასევე იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას საერთაშორისო სამართლისა და ხალხთა თანასწორობის, სუვერენიტეტისა და მშვიდობიანი თანაცხოვრების პრინციპებისადმი, სომხეთის რესპუბლიკა ცნობს პალესტინის სახელმწიფოს“, – ნათქვამია განცხადებაში.

პალესტინა სახელმწიფოდ აღიარებული ჰყავს გაეროს 193 წევრიდან 140-ზე მეტს.

 

პუბლიკა

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...