Jump to content
Planeta.Ge

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-14 პაკეტზე შეთანხმებას მიაღწია


ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-14 პაკეტზე შეთანხმებას მიაღწია. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეფ ბორელი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.

“შეთანხმება გვაქვს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-14 პაკეტზე, ინდივიდუალური და სექტორული ზომების ძლიერ კომპლექტზე, რომელმაც ძირი უნდა გამოუთხაროს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის ძალისხმევებს.

ის სამიზნეში იღებს: სამხედრო-სამრეწველო თავდაცვით კომპლექსს; ფინანსურ სერვისებს; ენერგეტიკის სფეროს; სანქციებისთვის გვერდის ავლას; ომის დანაშაულებს, მათ შორის სუბიექტებს, რომლებიც ჩართულნი არიან უკრაინელი ბავშვების დეპორტაციაში.

ამ სანქციების მიზანია პუტინის მთავრობისთვის უფრო რთული გახადოს თავისი აგრესიული ომის წარმოება.

ევროკავშირი ერთგული რჩება უკრაინისადმი თავის მხარდაჭერაში”, - წერს ბორელი.

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...