ბერდია სიჭინავა - არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გიორგი გახარია იყო პირველი მოქმედი შინაგან საქმეთა მინისტრი და პირველი პრემიერ-მინისტრი, რომელმაც გამოძიების შეკითხვებს გასცა პასუხი (ვიდეო)
ჩვენ მაქსიმალურად გამჭირვალეები და ტრანსფარანტულები ვიყავით ყოველთვის ამ საკითხთან მიმართებით.
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გიორგი გახარია იყო პირველი მოქმედი შინაგან საქმეთა მინისტრი და პირველი პრემიერ-მინისტრი, რომელმაც გამოძიების შეკითხვებს გასცა პასუხი. ამას სჭირდება გამბედაობა, ამის უკან, რა თქმა უნდა, დგას სიმართლე, სხვა შემთხვევაში, ნებისმიერი თანამდებობის პირი თავის სტატუსს ამოეფარებოდა, მაგრამ გიორგი გახარიას ეს არ გაუკეთებია.
პირველი შემთხვევა იყო ასეთი ტიპის საპროტესტო აქციების მიმდინარეობის დროს, როდესაც სამი სამართალდამცავი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში იქნა მიცემული, როდესაც კონკრეტულ შემთხვევაში დისციპლინურად დაისაჯნენ სამართალდამცავები, რომლებიც ამ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ.
ჩვენ ვიყავით ერთადერთი პოლიტიკური პარტია, რომელიც 20 ივნისის ამნისტიის წინააღმდეგი იყო.
20 ივნისი იყო კომპლექსური დღე, თავისი შეცდომებით, ტრაგიკული გამოვლინებებით, რაც უმძიმესია ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის, მაგრამ 20 ივნისთან დაკავშირებით ის სპეკულაციური შეფასებები, რომელსაც პოლიტიკური ძალები ანგაჟირებულად აკეთებენ კონკრეტული პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, არის ძალიან სამარცხვინო.
ბერდია სიჭინავა, პარტია “გახარია საქართველოსთვის” აღმასრულებელი მდივანი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/8353844291310548/
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.