Jump to content
Planeta.Ge

13-19 ივნისს პარტია “გახარია საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრები ვიკა ფილფანი და თამარ ხვედელიანი პროექტის “ქალთა წარმომადგენლობა და გავლენა პოლიტიკაში” ფარგლებში იმყოფებოდნენ დანიაში


13-19 ივნისს პარტია “გახარია საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრები ვიკა ფილფანი და თამარ ხვედელიანი პროექტის “ქალთა წარმომადგენლობა და გავლენა პოლიტიკაში” ფარგლებში იმყოფებოდნენ დანიაში, ქალაქ კოპენჰაგენში, სადაც გამართეს შეხვედრები ადგილობრივი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან და მთავრობის წევრებთან.
ვიზიტის დროს გუნდის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს პოლიტიკოსთა დემოკრატიის ფესტივალში, რომელიც 2011 წლიდან ბორნჰოლმის კუნძულზე ყოველწლიურად ტარდება.
ისინი ასევე დაესწრნენ დანიის პარლამენტში ჩატარებულ ქალთა პოლიტიკური ჩართულობის კონფერენციას.
პროექტი განხორციელდა მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის (EECMD) მიერ, დანიის პარტიებისა და დემოკრატიის ინსტიტუტის (DIPD) მხარდაჭერით. პროექტი პარალელურ რეჟიმში ხორციელდება საქართველოსა და 6 ქვეყანაში და მიზნად ისახავს ქალთა პოლიტიკური წარმომადგენლობისა და გავლენის ზრდას გლობალურად.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...