Jump to content
Planeta.Ge

წიწამურთან მაგისტრალის დაზიანების საქმეზე გამოძიება ორი მუხლით დაიწყო


წიწამურთან, წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების საქმეზე გამოძიება ორი მუხლით დაიწყო.

როგორც „ნეტგაზეთს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე (ნივთის დაზიანება ან განადგურება გაუფრთხილებლობით) და 306-ე (საქმიანობის განხორციელება გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გარეშე) მუხლებით მიმდინარეობს.

მაგისტრალური წყალსადენი 16 ივნისს დაზიანდა და თბილისის მოსახლეობის ნაწილს წყალი გრაფიკით მიეწოდება.
„ჯორჯიან უეთერ ენდ ფაუერის“ განცხადებით, დაზიანება გამოიწვია დროთა განმავლობაში მესამე პირების მიერ არაგვის ხეობაში ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენის ტერიტორიის ნაყარი მასალით შევსებამ, რამაც დიდი ზომის გეოლოგიურად არასტაბილური მიწის ფერდობი წარმოქმნა. GWP-ის მიერ დღეს გავრცელებული განცხადებით, სოფელ წიწამურთან მაგისტრალური ქსელის აღდგენითი სამუშაოები 6 დღეში დასრულდება.

netgazeti

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...