Jump to content
Planeta.Ge

მიხეილ დაუშვილი - თუ ჩვენ გვინდა ანაკლიის პროექტისგან რეალური და ძლიერი საპორტო ინფრასტრუქტურა მივიღოთ, ამისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ იქ ინტერესები დაბალანსებულ იყოს


თუ ჩვენ გვინდა ანაკლიის პროექტისგან რეალური და ძლიერი საპორტო ინფრასტრუქტურა მივიღოთ, ამისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ იქ ინტერესები დაბალანსებულ იყოს, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, მიხეილ დაუშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ წარმოდგენილი იყოს როგორც ჩინური, ასევე დასავლური მხარე.

„ჩვენი პოზიცია იყო და ახლაც ასეთია, რომ როცა ჩინეთთან ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებაზე და გაღრმავებაზე ვსაუბრობთ - ეს სწორია, გასაკეთებელია და არავითარი პრობლემა არ არის, პირიქით მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით. რაც შეეხება უშუალოდ ანაკლიის პორტს და ანაკლიის პორტში ჩინური მხარის მონაწილეობას, რა თქმა უნდა, ესეც ნორმალურია, რომ ისინი მონაწილეობენ. პრობლემა იმაშია, რომ თუ ჩვენ გვინდა ანაკლიის პროექტისგან რეალური და ძლიერი საპორტო ინფრასტრუქტურა მივიღოთ, ამისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ იქ ინტერესები დაბალანსებულ იყოს. ანუ, წარმოდგენილი იყოს როგორც ჩინური, ასევე დასავლური მხარე - ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, თორემ თუ ანაკლიამ ჩინური ტვირთი უნდა გაატაროს, ეს ტვირთი ხომ სადღაც და დასავლეთში მიდის? ამიტომ ყველაზე სწორი და დაბალანსებული და მომგებიანი ეს პროექტი მაშინ იქნება, თუ მასში იქნება ორმხრივად და ძლიერი მონაწილეობა როგორც ჩინეთის, ასევე დასავლეთის მხრიდან. პრობლემა ზუსტად იმაშია, რომ აქ გვყავს ჩინეთი, მაგრამ არ გვყავს დასავლური მხარე. სამწუხაროდ, ამან შეიძლება გარკვეული საკითხები წარმოშვას ამ პროექტთან დაკავშირებით”, - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...